3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მერაბ ფოლადაშვილი: კომპანია „სათ“ საქართველოს აძლევს უდიდეს ძალას, შექმნას აეროკოსმოსური სეგმენტი და აითვისოს და გახდეს მოწინავე ამ სფეროში

მეცნიერი და კომპანია „სათ“-ის დირექტორი მერაბ ფოლადაშვილი აქტიურად არის ჩართული კოსმოსის ათვისებაში. ის დღეს ჩვენთან ისაუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ აქცია რეალობად საქართველოსთვის კერძო კოსმოსური სარაკეტო ფრენები. უკანასკნელი ათეულობით წლის განმავლობაში მსოფლიოში მოხდა აეროკოსმოსური მექანიმების და ტექნოლოგიების კომერციალიზაცია, რამაც გამოიწვია სხვადასხვა მიმართლებით კოსმოსის ათვისება და გაიხსნა რეალური გზა კერძო აეროკოსმოსური ცენტრების შექმნისკენ, რაც თავისთავად კერძო ბიზნესმა მყისიერად აიტაცა. გაიხსნა მრავალი დახურული ტექნოლოგია და ის იქცა რეალურ პროდუქტადგასაკვირია, მაგრამ საქართველოში მუშავდებოდა მრავალი კოსმოსთან დაკავშირებული ტექნოლოგია და იქმნებოდა როგორც კოსმოსური ობიექტები, ასევე უამრავი საჰაერო კვლევითი აპარატები. ერთერთი ასეთი მოვლენა გახლავთ მეცნიერ მერაბ ფოლადაშვილის. მისმა კერძო პროექტმა შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელი, რეალობად აქცია საქართველოსთვის კერძო კოსმოსური სარაკეტო ფრენები. მან შექმნა მსოფლიოში ყველაზე მცირებიუჯეტიანი სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც შეუძლია კოსმოსში გაიტანოს მცირე ზომის აპარატურა.

 

– რას ეფუძნება აღნიშნული ტექნოლოგია და როგორ არის მასში მოდულები განთავსებული?

– თანამგზავრის სახით ეს ტექნოლოგია ეფუძნება ჰიბრიდული რაკეტის მექანიზმს, რომელშიც გამოიყენება აკუმულატორული ბლოკი და წყლის ელექტროლიზური ავზი. მოდულები განთავსებულია არა ცალკე, არემედ თავად რაკეტაში და ადგილზე ხდება ფრენისათვის საჭირო საწვავის გამომუშავება.

– რა გამოარჩევს სხვა მექანიზმებისგან აღნიშნულ მექანიზმს და არის თუ არა ის რეალობასთან ახლოს?

– უნიკალურ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებას ემატება მოდული, რომელიც ელექტროენერგიის საშუალებით ჟანგბადს გარდაქმნის ოზონად, რაც თავისთავად წარმოქმნის ყველაზე ძლიერ დამჟანგველს, ასეთი მექანიზმი არცერთ საფრენ აპარატში არ გამოიყენება, რადგან ოზონის შენახვა შეუძლებელია, ის მხოლოდ წარმოქმნიდან რამდენიმე წამი არსებობს, ხოლო მერე ისევ გარდაიქმნება ჟანგბადად. ასეთი სახის კონსტრუქცია წარმოქმნის უდიდეს ამწევ ძალას, რაც თავისთავად ქმნის რეალურ მასშტაბურ ხომალდს. რაოდენ ეჭვის მომგვრელიც არ უნდა იყოს ეს ინფორმაცია, რეალობაა, რადგან პირველი პროტოტიპები დამზადდა და უფრო მეტიც, მოხდა რეალური ფრენები არსებული კონცეფციის დასამტკიცებლად.

– მიიპყრო თუ არა ტექნოლოგიამ ყურადღება და რა არის აღნიშნული პროექტის უმთავრესი მიზანი?

– რა თქმა უნდა ასეთი სახის ტექნოლოგიამ უკვე მიიპყრო ყურადღება, ამიტომაც საჭირო გახდა ამის გაცხადება, რათა მოხდეს ყველაზე მთავარი – ჩაერთოს ყველა ამ პროექტში. საფრანგეთის აეროკოსმოსურმა ერონულმა ცენტრმა მოიწონა არსებული პროექტი და გამოუცხადა თანამშრომლობა და დახმარება ამ მიმართულებით.

– რით აიხსნება აღნიშნული ტექნოლოგიის უნიკალურობა?

– ფოლადაშვილის ტექნოლოგია უნიკალურია კიდევ იმ ასპექტში, რომ მოხერხდა ასეთი კონკურენტუნარიანი აპარატის იმ მცირე რესურსით შექმნა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. კომპანია „სათ“, რომელიც იშიფრება „საქართველო აკეთებს  თვითონ“, საქართველოს აძლევს უდიდეს  ძალას, შექმნას აეროკოსმოსური სეგმენტი და აითვისოს  და გახდეს მოწინავე ამ სფეროში, რადგან ეს რეალობა და უდიდესი შანსია ჩვენი ქვეყნისთვის, მრავალი სტუდენტისთვისა და მეცნიერისთვის, რომ მოახერხონ თავიანთი თავის რეალიზება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები