4 ივლისი, პარასკევი, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

გივი მიქანაძე: დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი, 2025 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო – სრული მზაობა არის, რომ უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი

დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი, 2025 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მან აღნიშნა, რომ პროცესის უმაღლესი სტანდარტით ჩასატარებლად სრული მზაობაა.

„საქართველოს მასშტაბით 39 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი წარმატება ვუსურვო. მათ ტავისი ცოდნის გამოვლინების მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. არ არის რეგიონი, რომელშიც არ ტარდება გამოცდები. წინასწარი სამუშაოები, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა სხვადასხვა უწყებასთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობაში, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სრული მზაობა არის, რომ უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები