2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე მაგისტრანტების ფინანსური წახალისების მიზნით, განაცხადების მიღება იწყება

დედაქალაქში მოქმედმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, დღეიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის მერიას უნდა წარუდგინონ 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტების მონაცემები, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, თითოეული წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიისგან 1 000 ლარის ოდენობის ფინანსურ წახალისებას მიიღებს.

„განვაგრძობთ თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება ყველაზე მყარი საფუძველია, რომელზეც დგას ახალგაზრდების წარმატებაც და დედაქალაქის განვითარებაც. განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული თაობა არის ის ძალა, რაც ჩვენს დედაქალაქს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და მიმზიდველ ქალაქად აქცევს.

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ყოველ სემესტრში, მაგისტრანტებისთვის თბილისის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდიის ოდენობა 562 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა. იმედია, სტიპენდიის გაზრდილი ოდენობა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს, მათ შრომასა და მიღწევებს სათანადოდ დააფასებს და პროგრამით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და...