Financial Times: ევროპა რუსეთთან სარაკეტო შეიარაღების შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობას განიხილავს

Financial Times-ის ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები მზად არიან, განიხილონ „ცივი ომის“ პერიოდის სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილების მექანიზმების აღდგენა.

როგორც გამოცემა იუწყება, ევროპელები მზად არიან რუსებთან განიხილონ მათ შორის „ღია ცის“ შეთანხმება, რომელიც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს ერთმანეთის სამხედრო ობიექტებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა, ასევე შეთანხმებები, რომლებიც გარკვეული ტიპის რაკეტების განთავსებას ზღუდავდა.

ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროპელი დიპლომატები სკეპტიკურად უყურებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ისინი ფიქრობენ, რომ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გარღვევები არ მოხდება.

თუმცა, ევროპელები მიიჩნევენ, რომ პროცესთან კავშირის შენარჩუნება აუცილებელია როგორც უკრაინის მხარდაჭერისთვის, ისე იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო ფართო საკითხები მათ გარეშე არ გადაწყდეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც ამბობენ, რომ ადამიანის წამება გამართლებული...

როდესაც პარტიის წარმომადგენლები და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები გამოდიან და ამბობენ ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი იყო დამნაშავე და ეს კონკრეტული დამნაშავე,...