პენტაგონის მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების ნაწილის მიწოდების შეწყვეტის გამო უკმაყოფილოა უკრაინის რადის დეპუტატი რომან კოსტენკო.
პარლამენტარი აცხადებს, რომ ამერიკული საბრძოლო მასალის ჩანაცვლება ამ მომენტისთვის შეუძლებელია, რის გამოც კიევი მოსახლეობას რუსული იერიშებისგან ეფექტიანად ვერ დაიცავს.
კოსტენკომ შეერთებული შტატები უკრაინაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
„ორი ქვეყანა დაგვესხა თავს – ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტები: ერთი ჩვენი ტერიტორიების წართმევას ცდილობს, მეორემ კი წიაღისეული წაგვართვა. აი ეს არის საერთაშორისო შეთანხმებების ფასი. ამიტომ, საჭიროა მუშაობა, დასკვნების გაკეთება და, ვფიქრობ, მეტი მუშაობა ევროპასთან. და ყველაზე მთავარი – მეტი მუშაობა ევროპასთან“, – განაცხადა კოსტენკომ.