საინფორმაციო პორტალი “მხარე” ფუნქციონირებს 2017 წლის 26 ივნისიდან და მკითხველს სთავაზობს აქტუალურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ მოვლენებზე.
პორტალი, ასევე, დაწვრილებით მიმოიხილავს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ამბებს, პრობლემებს… საქართველოს ყველა მხარის ამბავი ერთ საიტზე მოიყრის თავს.
ამასთანავე, ვებ-გვერდზე, გარკვეული ადგილი დაეთმობა რეგიონებში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები საინტერესო ადამიანების წარმოჩენას. აქვე, ძალიან ხშირად გაგაგონებთ რიგითი მოქალაქეების ხმას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თაობაზე.
პორტალზე, წარმოჩენილი იქნება პრობლემებისა და პიროვნებების სხვადასხვა მხარე.