საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.
გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; 1995-1996 წლებში გერმანიის „ჰამბურგში“; 1996-1997 წლებში თურქეთის „ტრაბზონსპორში“; 1997-1998 წლებში შვეიცარიის „გრასჰოპერში“.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწად-ნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი. თურქეთის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლის მფლობელი; საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი.
2017 წლიდან გიორგი ნემსაძე იყო საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თაობას ავარჯიშებდა.









