საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ.

ღონისძიების ფარგლებში ევროპელი ლიდერები და ექსპერტები ევროპის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

სამიტის მთავარი განსახილველი თემები იქნება ევროკავშირის გაფართოება და კანდიდატი ქვეყნები, ევროპის უსაფრთხოება და რეგიონული პროცესები, ევროკავშირის ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტიციები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კახა კალაძე: გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა, ჩვენ...

გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა, ჩვენ კი დაგვიტოვა ისტორია ძმობის, გუნდურობის, თავდადების და საერთო ძალისხმევით წარმატებების მიღწევის, - წერს თბილისის მერი...