ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, ეს წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს

ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს წარმოაჩენს, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს.

„რაც მოვისმინეთ, ამას კრიტიკას ვერ დავარქმევდი. ეს არის პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეში პოლიტიკური მცდელობა, რაც წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია – ეს...

როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი...