პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი წარსული დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვას სახელმწიფო ინტერესების უკან მიმალვით ცდილობს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ომის დაწყება არავის დაუბრალებია და ამ ნარატივის გავრცელება თავად ოპოზიციის ინტერესშია.
კახიანი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი საჯაროა, სადაც ყველა საკითხზე გაიმართება მსჯელობა და პაექრობა, ხოლო დეტალები საზოგადოებისთვის განხილვის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.
„საკითხის განხილვა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოება ამას იხილავს. საჯარო არის სასამართლო პროცესი და მათ შორის მაგ საკითხებთან დაკავშირებითაც იქნება მსჯელობა, პაექრობა, ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აბრალებს ომის დაწყებას, ეს მათ უნდათ რომ ეს ასე გამოჩნდეს. ისინი რეალურად ეფარებიან სახელმწიფოს ინტერესებს და პოზიციებს. თავისი მძიმე ქმედებები, რომლებიც განახორციელეს მათ თავის დროზე და რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ეს უნდათ სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ და თავისი ცოდვების თითქოს სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ, მაგრამ ეს ესე არ გამოვა იმიტომ, რომ განხილვა გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.





![სტუდენტი „ტვ პირველს“ საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლაზე: რა ეჭვებში ხართ, რა თქმა უნდა [ქართული ოცნების დავალებით] არ ვართ მოსული](https://mkhare.ge/wp-content/uploads/2026/10/cce4171e17ba2718-100x70.png)



