გია აბაშიძე: პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა

პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ მძიმე დღეებში პროცესში ჩართულმა ადამიანებმა და კომპანიებმა თავიანთი მომსახურება უფასოდ ან შეღავათიან ფასად გასწიეს.

„პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ მძიმე დღეებში პროცესში ჩართულმა ადამიანებმა და კომპანიებმა თავიანთი მომსახურება უფასოდ ან შეღავათიან ფასად გასწიეს.

რეჟისორმა, მუსიკოსებმა, მომღერლებმა და მგალობლებმა კაპიკიც არ აიღეს — ჰონორარზე უარი თქვეს და საკუთარი შრომა პატივისცემის ნიშნად გაიღეს. კომპანიებმა („პროგრეს სერვისი“, „ლიტექსი-სერვისი“, „ჯითი გრუპი“) ტაძრების დასუფთავება სრულიად უფასოდ იკისრეს, „აქვა გეომ“ კი ათასობით წყალი უსასყიდლოდ გადასცა. სხვა კომპანიებმაც მნიშვნელოვანი შეღავათები გააკეთეს.

დაიხარჯა მხოლოდ ის თანხა, რაც ასეთი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზებისთვის იყო საჭირო: ტაძრებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა, ეკრანები, გახმოვანება, პირდაპირი ტრანსლაცია, რეგიონებიდან ჩამოსული სალოტბარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირება-დაბინავება, ასევე უცხოელი სტუმრების ოფიციალური მიღება.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები

ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს...

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს იხილავს. სხდომას მოსამართლე რევაზ ნადარაია ხელმძღვანელობს. სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პარლამენტის...

გურამ მაჭარაშვილი: ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხო ქვეყნების ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატში გამართულ განხილვებს მედიასთან საუბრისას შეეხო. დეპუტატისთვის გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც...

სტუდენტი „ტვ პირველს“ საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლაზე: რა ეჭვებში ხართ, რა თქმა...

„რა ეჭვებში ხართ“, - ასე უპასუხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის სტუდენტმა „ტვ პირველს“ კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დავალებით მივიდნენ თუ არა. როგორც...

გია აბაშიძე: საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტისახელმწიფოებრივი ძალების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას-...

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის არსებით განხილვას ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი...