4 ივლისი, პარასკევი, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა – მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე, უკრაინის – დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა – მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე, უკრაინის – დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება
მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების – „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა , – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტში „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ წერია.

დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირებას, რაც როგორც უშუალოდ ქვეყნის, ასევე, რეგიონის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს.

„მოვუწოდებთ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ სტაბილური, ერთიანი და ფართოდ წარმომადგენლობითი სირიის მთავრობის ფორმირებას, რომელიც მშვიდობიანად იარსებებს მეზობლებთან და უზრუნველყოფს ყველა სირიელის უსაფრთხოებას, თავისუფლებას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, და მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების – „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა”, – წერია დოკუმენტში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები