4 ივლისი, პარასკევი, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

The Economist: უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერება შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევზე პოლიტიკური წნეხის მცდელობა იყოს

The Economist-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერება შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევზე პოლიტიკური წნეხის მცდელობა იყოს.

გამოცემა უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ 1 ივლისის ღამეს პენტაგონმა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღით სავსე სატვირთო თვითმფრინავები უკან დააბრუნა. გამოცემას ამერიკის თავდაცვის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ იარაღის მიწოდება ტვირთის გადახედვის მიზნით შეჩერდა.

შონ პარნელის თქმით, ამერიკამ საკუთარ სამხედრო მზადყოფნაზეც უნდა იზრუნოს და მთელ მსოფლიოში ყველას იარაღს ვერ დაურიგებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები