მე ვარ – კრისტი;
ყველაზე ხშირად ვკარგავ – ვცდილობ არაფერი დავკარგო,საკმაოდ ფრთხილი ვარ და სულ რაღაცეებს ვამოწმებ;
მენატრება – ბავშვობა;
ერთი დღით ვიქნებოდი – ჯადოქარი;
ჩემი ყველაზე დიდი წარმატება – ვფიქრობ, კარიერაში საკმაოდ მაქსიმალისტი ვარ, კიდევ უფრო მეტის მიღწევა მინდა, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება მაინც ჩემი შვილია.
ვნანობ – არაფერს;
მეგობარია, ის ვინც – მუდამ გვერდში გიდგას;
ქალს შევადარებდი – კონკრეტულად არაფერს, მაგრამ ქალი ძალიან ლამაზია;
გამოცდილებამ მასწავლა – ბევრი რამ და კიდევ უფრო მეტი მინდა ვისწავლო, მიზნის მიღწევისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოცდილებაა;
სიყვარული – არის ყველაფერი;
ჩემი ჰობი – ცეკვა;
ვპატიობ – ყველას ყველაფერს, მალე მავიწყდება რაღაცები, უბრალოდ მერე ვეღარ ვურთიერთობ;
ბედნიერება – როცა გყავს ოჯახი, შვილები, საყვარელი საქმე;
წიგნი, რომელიც განსაკუთრებით მომწონს – თამაში ჭვავის ყანაში;
არასდროს არავის მისცე უფლება – არავის არაფრის უფლება არ უნდა მისცე, შენი უნდა გაიტანო, არავის არ უნდა მოუსმინო!
ქორწინების მერე იცვლება – ქორწინების შემდეგ ბევრი რამ იცვლება, ამიტომ სანამ გათხოვდები კარგად უნდა დაფიქრდე, მაგრამ სანამ არ იცხოვრებ მაინც ვერაფერს მიხვდები, მარტო ქორწინების მერე არა, ყველაფრის მერე რაღაც იცვლება, ცხოვრებას აქვს თავის ეტაპები;
მიკვირს ქალების – რომლებიც იტანენ ძალადობას, მაგრამ არც არაფერი მიკვირს, ყველას თავის ცხოვრება აქვს;
ადამიანში მაღიზიანებს – ტყუილი, ფარისევლობა, უზრდელობა;
პოზიტიურ განწყობას მიქმნის – მუსიკა და მზიანი ამინდი.









