“ვემალები – ცუდ აურას, ცუდ ამბებს” – დათო ლიკლიკაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

დათო ლიკლიკაძე არის ჟურნალისტი და გახლავთ იმერეთის მხარიდან

მაღიზიანებს – გაუნათლებლობა;

ვგრძნობ – ბედნიერებას;

მეშინია – ახლობელი ადამიანების დაკარგვის;

ვიცი – ცხოვრების დამუღამება;

არ ვიცი – ტრიგონომეტრია;

შემიძლია – მშვიდობის მშენებლობა;

არ შემიძლია – ადამიანის გაწირვა;

ვმეგობრობ – ყველასთან, ვისაც ჩემთან მეგობრობა უხარია;

ვაპატიებ – ყველაფერს…ბოლოს მაინც ყველაფერს…

ვტირი – როცა მამას ვიგონებ…

ვიცინი – სულ;

ვეძებ – ადამიანებს;

ღირსი ვარ –  ცოტა ბედნიერების, ისე მეტი მინდა…

ვჩხუბობ – გოიმობას რომ გადავეყრები;

ვკარგავ – დამღლელ და მოსაწყენ ადამიანებს;

მშურს – მათი ვინც მღერის;

ვემალები – ცუდ აურას, ცუდ ამბებს;

ვემტერები – ვინც ჩემს პირად სივცეს დაარღვევს;

მაინტერესებს – უცხო ადგილები;

არ მაინტერესებს – სხვისი ცხოვრება;

მახსოვს – ბავშვობა…

მრცხვენია – ადრე ურაპატრიოტული აზროვნების…

უარვყოფ – „ციციკორე“ აზროვნების ხალხს;

ვავადმყოფობ – თითქმის არასდროს გავმხდარვარ ავად ( ხეზე დავაკაკუნე, რომ იცოდეთ)).

ვმალავ – ზოგი რამის უცოდინარობას;

ვინახავ – ჩემს სტატიებს, სპექტაკლის აფიშებს, როლებს, ფოტოებს…

მწამს – ღმერთის;

მიკვირს – ყველა ახალი ტექნოლოგიური მიღწევის;

მიხარია – ყოველი დილის გათენება;

ვჭორაობ – ხშირად არა, მაგრამ მიყვარს ხოლმე;

ვდარდობ – თითქმის არაფერს, მერწმუნეთ;

ვამაყობ – დედით, მამით, დით (მისი ოჯახით), ცოლით…

ვაკეთებ – საქმეს, ჩემს საყვარელ საქმეს;

ვეფერები – სალის 🙂 ჩემს მეუღლეს;

მსიამოვნებს –  როცა სამოგზაუროდ  ვარ;

მესიზმრება – სიზმრებს არ ვნახულობ;

ვეხმარები – ყველას რითაც შემიძლია;

ვეწევი – აღარ ვეწევი იანვრიდან, ისე პასიური მწეველი ვიყავი 20 წელი;

მწყინს – დაუნახაობა;

ვხარჯავ – დროს ;

ვღალატობ – სად მაქვს მაგის თავი;  🙂

ვკამათობ – კოლეგებთან;

ვუხეშობ – ვერ „ვქაჩავ“ 🙂

ვუსმენ –  რადიო „ძველ ქალაქს“

ვყოყმანობ – სულ. არ ვარ რისკიანი

ვკითხულობ – წიგნებს;

ვამზადებ – ომლეტს;

ვუყურებ – „ჩემი ცოლის დაქალებს“

ვკლავ – ადრე ვკლავდი ქათამს, ახლა იმასაც ვერ ვკლავ 🙂

ვაფუჭებ – ხანდახან ურთიერთობებს, უყურადღებობის გამო;

ვცხოვრობ – როგორც მინდა;

ვცემ – არასდროს მიცემია ვინმე;

ვყვირი – არ ვყვირი, თუმცა ხმამაღლა ვსაუბრობ;

ვმღერი – ჩემთვის J

ვასრულებ – როლებს თეატრში;

დავდივარ – თეატრში;

ვმკურნალობ – არაფერს;

ვერიდები – მთვრალ ადამიანებს;

ვთამაშობ – ჯოკერს;

ვიტყუები – მიწევს ხოლმე;

ვეთაყვანები – გენიოსებს;

ვგიჟდები –  არ ვგიჟდები 🙂

მიყვარს – მეუღლე;

ვოცნებობ – კარგ საქართველოზე;

ვფიქრობ – მომავალზე;

მძულს – არაპროფესიონალიზმი;

ვნანობ – არაფერს…

კმაყოფილი ვარ – დღევანდელი ჩემი ყოფით;

მენატრება – ვერ ვიცლი მონატრებისთვის;

მსურს – უკეთესი მომავალი;

ვაგროვებ – ბინებს 🙂

ვიხდი – გადასახადებს და ტანსაცმელს თავის ადგილზე;

ვეჭვიანობ – არც კი ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა;

„ვკაიფობ“ – ადამიანებზე, რომლებიც შესწავლილი მყავს;

ვიზიდავ –  იუმორით ადამიანებს;

ვალამაზებ – საკუთარ გარემოს.

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

29 ივნისი, 2017 წელი

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, "ქართულ ოცნებას" მიეცა არგუმენტი, ისაუბროს პარტიების აკრძალვის...