21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

“თხუთმეტ წლამდე ვიყავი პეპი, ოცდათხუთმეტ წლამდე ანა კარენინა, ოცდათხუთმეტის მერე ვარ ლალი მოროშკინა, პროფესორი, პიარ-ტექნოლოგი, რვა ბესტსელერის ავტორი” – ბლიც-ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან

ცხოვრება არის – კარგი გამოცდილება..

გულით დავატარებ – მშობლებს, მეგობრებს სამშობლოს, შვილებს, გარდაცვლილ ადამიანებს, ესაა დიდი ტკივილი და ბედნიერბაც.

ვღელავ – არაფერზე, ვიცი ყველაფერი უფლისგანაა…

ვნანობ – არაფერს.გადაწყვეტილებას,რომელსაც ვიღებ არის ჩემი კოსმოსის ცაში,თუ ყველაფერი კარგად მიდის ვფიქრობ სწორად მივდივარ თუ არადა მაშინ გამოცდილებას ვიღებ.

მენატრება – შვილები პატარა ასაკში, მაგრამ შვილიშვილებით მეორდება ჩემი შვილების პატარაობა.

სამშობლო ჩემთვის არის – მიწის, ბალახის სუნი… ქუდივით დახურული ცა. ზღვა… ჩემი სამშობლო არის საქართველო, საიდანაც არსად არ წავალ.

ჩემი თილისმა – მე თვითონ ვარ. მე ვარ ავტორი დღეების და როგორც დავგეგმავ ისე წარიმართება ცხოვრება.

ამქვეყნად მოვიდვართ იმისთვის, რომ – წავიდეთ მომზადებული იმ ქვეყნად.

ვპატიობ – ასაკის მატებასთან ერთად მოდის სიბრძნე, გამოცდილება. ადრე რაც შეიძლებოდა არ მეპატიებინა, ახლა უფრო ვპატიობ.

დამოკიდებული ვარ – არაფერზე. სპარტანულად გავიზარდე. არ ვეწევი, დიდ ხანს კვების გარეშეც გავძლებ… არაფერს ვაფეტიშებ..

ბავშვობის წლები – ყველაზე ტკბილი წლები, თუ ბავშვობა არ გექნება ბედნიერი, ვერ იქნები ცხოვრებაშიც ბედნიერი.

მადლიერი ვარ – ღმერთის, მშობლების, სამშობლოს, მტრების..

ვკარგავ – არ ვკარგავ, ვიძენ.

ვთმობ – პირველობას. სიტუაციურ  განწყობას, თუ ვხედავ ოპონენტს შესაძლოა ტკივილს აყენებდეს ჩემი პოზიცია.

მეგობარია, ის ვინც – არ არსებობს ცუდი და კარგი მეგობარი, თუ მეგობარი დაარქვი ე.ი  ისაა შენი ყელის არტერიის ფეთქვა, სუნთქვა, სარკეში ანარეკლი შენი..

სიყვარული – ღმერთია.

ოცდამეერთე საუკუნე ისტორიაში ჩაიწერება -მორიგი ერთი საუკუნე. ცოტა მეტი ტექნოლოგიით, მაგრამ იგივე ამპარტავნებით, ვერცხლის სიყვარულით..

ადამიანებს სჭირდებათ – სიყვარული.

ბედნიერებაა – დილით რომ ვხედავ შვილებს ცოცხლებს, ჯანმრთელებს.

არ მასვენებს – მუდმივად რაღაცას ვაკეთებ,მიყვარს შემოქმედება.ძველი, მივარდნილი სახლების,ნასახლარების აღდგენა,განახლება..

უფალს ვკითხავდი – არაფერს, მადლობას გადავუხდიდი.

წიგნი, რომელიც მომწონს – ბიბლია.

საზოგადოებრივი აზრი – უზენაესი… საზოგადოება არის მუხტი,თავყრილობა,ერთობლიობა ,არასოდეს ბრბო.ადამიანების ერთობლიობა წყვეტს მომავალს და არა ცალკეული ლიდერები.

ადამიანებს სძულთ – საკუთარი თავი. მაგალითად ასოციალური ადამიანი იწყებს  ომს… საკუთარი თავის არ დანახვა, არ პატიება… არ შეყვარება.

ასეთები იყვნენ ტირანები.

ბედისწერა – მჯერა. ჩემი დიდი ბაბუა ამბობდა: ადამიანი, როგორც კი იბადება შუბლზე ეწერება ბედიო. მეც მწამს ყველა ადამიანის საკუთარი კოდი აქვს ბედისწერის.

თუ ვიქნებოდი სიკვდილმისჯილი, ჩემი ბოლო სიტყვა იქნებოდა – მადლობელი წავიდოდი, მექნებოდა ცხოვრების ყოველი წუთი გააზრებული.

შთამაგონებს – უამრავმა რამემ შთამაგონოს შესაძლოა,იქნება ეს მეზობლის სახლიდან პატარა ბავშვის შეძახილი, დაკარგული ნივთის პოვნა, ცრემლი… როცა ადამიანი თავის ბედს დასტირის ეს იქცეს შესაძლოა ფილოსოფიურ ტრაქტატად.

გახსოვდეთ – ჩვენ ვართ ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანები, რომლებიც გავდივართ რაღაც ნაწილს ამ პლანეტაზე. რასაც გავივლით აქ, სარკესავით აისახება იქ.

წარმატების სავალ გზაზე – აბრაჰამ მასლოუს პირამიდას შევადარებდი. სხვადასხვა საფეხურები… ხეზე ასვლას ვერასდროს გასწავლის განსწავლული. ჩვენ თვითონ უნდა მივაღწიოთ და გამოვცადოთ ყოველივე.

ერთი დღით ვიქნებოდი – მთელი მსოფლიოს მმართველი. ოცდაოთხი საათის განმავლობაში შევძლებდი გადამერჩინა ბევრი სიცოცხლე, ნაცვლად დაღუპვისა.

ქალს შევადარებდი – ყოველთვის ვცდილობდი მეპოვნა ჩემი გმირი. უნივერსიტეტში სტუდენტებს ხშირად ვეუბნები  ხოლმე მოძებნეთ ნაწარმოებში ლიტერატურული გმირი, რომელიც გგავთ..  ერიქსონის თეორია მახსენდება, სადაც დაყოფილია ასაკის კატეგორიები. მაგალად თუ თხუთმეტ წლამდე ვიყავი პეპი, ოცდათხუთმეტ წლამდე ანა კარენინა,  ოცდათხუთმეტის მერე ვარ ლალი მოროშკინა პროფესორი, პიარ- ტექნოლოგი, რვა ბესტსელერის ავტორი..

ოპტიმისტი მაგონებს – საკუთარ თავს.

მარცხი – თუ არ იწვნიე,ვერ გაიმარჯვებ. თუ არ დაეცი, ვერ ადგები.

ჩემი ოცნება – ხალხის ბედნიერება.თუ მაგალითად დაღვრემილ მეზობელს ვხედავ ე.ი მე ვერ გავაბედნიერე

ვსწავლობ – ყოველ წუთს…

ხშირად ვფიქრობ – ერთხელ მეგობარმა მითხრა: უნდა უყურო მაგიდის ჩოგბურთს, რომ ამ ბურთის ტრაექტორია იყოს შენი აზრის ტრაექტორიაზე უფრო ჩქარი, მაშინ აზრი დაისვენებს. აღმოჩნდა, რომ ჩემი აზრი ამ ჩოგბურთის ბურთზე ჩქარია..

გაუფრთხილდით – მშობლებს..

წარსული არის – ჩვენი ცხოვრების ბიოგრაფია, ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.

სიყვარულს სჭირდება – იგივე სიყვარული.

მესაფლავეს ვკითხავდი – არაფერსაც არ ვკითხავდი. ჩემთვის მესაფლავე არის არამხოლოდ მიწის მიმყრელი, არამედ კლერკი.

სამოთხე და ჯოჯოხეთი – რომ არ იყოს ჯოჯოხეთი არ იქნებოდა სამოთხის ტკბობის სურვილი.ბნელი თუ არ იქნებოდა,ვერ დავინახავდით სიკეთეს..

მსოფლიოს გადაარჩენს – სიყვარული.

  • ავტორი: ლანა ბიბილურიძე

ავტორი:

ბოლო სიახლეები