არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგზე შევხვდით ერთმანეთს და ვკითხეთ საკუთარ თავს, როგორ ჩაიარა არჩევნებმა, ჩვენ დავადგინეთ, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანი, არანაირი დარღვევა არ ყოფილა, – განაცხადა შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა დანიელ ფესლერმა ეუთოში გამოსვლისას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა.
„პირველ რიგში, საქართველოს წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. სწორედ ამიტომ აქვს შვეიცარიას დამცავი მანდატი და ინარჩუნებს დიპლომატიური შუამავლობის როლს. სწორედ ამიტომ, საქართველოში არსებული ვითარება და მათი ურთიერთობები რუსეთთან ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით. გასულ წელს იქ არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ვიყავი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, როდესაც შევხვდით არჩევნების მეორე დღეს გამართულ ბრიფინგზე, იქ პრეტენზია არავის ჰქონია. არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგზე შევხვდით ერთმანეთს და ვკითხეთ საკუთარ თავს, როგორ ჩაიარა არჩევნებმა? ჩვენ დავადგინეთ, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანი, არანაირი დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა. რაც შემაშფოთებელი იყო და ამიტომ ამ წინადადებას კრიტიკულად მივიჩნევ“, – აღნიშნა მან.