დათო ლიკლიკაძე არის ჟურნალისტი და გახლავთ იმერეთის მხარიდან
მაღიზიანებს – გაუნათლებლობა;
ვგრძნობ – ბედნიერებას;
მეშინია – ახლობელი ადამიანების დაკარგვის;
ვიცი – ცხოვრების დამუღამება;
არ ვიცი – ტრიგონომეტრია;
შემიძლია – მშვიდობის მშენებლობა;
არ შემიძლია – ადამიანის გაწირვა;
ვმეგობრობ – ყველასთან, ვისაც ჩემთან მეგობრობა უხარია;
ვაპატიებ – ყველაფერს…ბოლოს მაინც ყველაფერს…
ვტირი – როცა მამას ვიგონებ…
ვიცინი – სულ;
ვეძებ – ადამიანებს;
ღირსი ვარ – ცოტა ბედნიერების, ისე მეტი მინდა…
ვჩხუბობ – გოიმობას რომ გადავეყრები;
ვკარგავ – დამღლელ და მოსაწყენ ადამიანებს;
მშურს – მათი ვინც მღერის;
ვემალები – ცუდ აურას, ცუდ ამბებს;
ვემტერები – ვინც ჩემს პირად სივცეს დაარღვევს;
მაინტერესებს – უცხო ადგილები;
არ მაინტერესებს – სხვისი ცხოვრება;
მახსოვს – ბავშვობა…
მრცხვენია – ადრე ურაპატრიოტული აზროვნების…
უარვყოფ – „ციციკორე“ აზროვნების ხალხს;
ვავადმყოფობ – თითქმის არასდროს გავმხდარვარ ავად ( ხეზე დავაკაკუნე, რომ იცოდეთ)).
ვმალავ – ზოგი რამის უცოდინარობას;
ვინახავ – ჩემს სტატიებს, სპექტაკლის აფიშებს, როლებს, ფოტოებს…
მწამს – ღმერთის;
მიკვირს – ყველა ახალი ტექნოლოგიური მიღწევის;
მიხარია – ყოველი დილის გათენება;
ვჭორაობ – ხშირად არა, მაგრამ მიყვარს ხოლმე;
ვდარდობ – თითქმის არაფერს, მერწმუნეთ;
ვამაყობ – დედით, მამით, დით (მისი ოჯახით), ცოლით…
ვაკეთებ – საქმეს, ჩემს საყვარელ საქმეს;
ვეფერები – სალის 🙂 ჩემს მეუღლეს;
მსიამოვნებს – როცა სამოგზაუროდ ვარ;
მესიზმრება – სიზმრებს არ ვნახულობ;
ვეხმარები – ყველას რითაც შემიძლია;
ვეწევი – აღარ ვეწევი იანვრიდან, ისე პასიური მწეველი ვიყავი 20 წელი;
მწყინს – დაუნახაობა;
ვხარჯავ – დროს ;
ვღალატობ – სად მაქვს მაგის თავი; 🙂
ვკამათობ – კოლეგებთან;
ვუხეშობ – ვერ „ვქაჩავ“ 🙂
ვუსმენ – რადიო „ძველ ქალაქს“
ვყოყმანობ – სულ. არ ვარ რისკიანი
ვკითხულობ – წიგნებს;
ვამზადებ – ომლეტს;
ვუყურებ – „ჩემი ცოლის დაქალებს“
ვკლავ – ადრე ვკლავდი ქათამს, ახლა იმასაც ვერ ვკლავ 🙂
ვაფუჭებ – ხანდახან ურთიერთობებს, უყურადღებობის გამო;
ვცხოვრობ – როგორც მინდა;
ვცემ – არასდროს მიცემია ვინმე;
ვყვირი – არ ვყვირი, თუმცა ხმამაღლა ვსაუბრობ;
ვმღერი – ჩემთვის J
ვასრულებ – როლებს თეატრში;
დავდივარ – თეატრში;
ვმკურნალობ – არაფერს;
ვერიდები – მთვრალ ადამიანებს;
ვთამაშობ – ჯოკერს;
ვიტყუები – მიწევს ხოლმე;
ვეთაყვანები – გენიოსებს;
ვგიჟდები – არ ვგიჟდები 🙂
მიყვარს – მეუღლე;
ვოცნებობ – კარგ საქართველოზე;
ვფიქრობ – მომავალზე;
მძულს – არაპროფესიონალიზმი;
ვნანობ – არაფერს…
კმაყოფილი ვარ – დღევანდელი ჩემი ყოფით;
მენატრება – ვერ ვიცლი მონატრებისთვის;
მსურს – უკეთესი მომავალი;
ვაგროვებ – ბინებს 🙂
ვიხდი – გადასახადებს და ტანსაცმელს თავის ადგილზე;
ვეჭვიანობ – არც კი ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა;
„ვკაიფობ“ – ადამიანებზე, რომლებიც შესწავლილი მყავს;
ვიზიდავ – იუმორით ადამიანებს;
ვალამაზებ – საკუთარ გარემოს.
გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები
29 ივნისი, 2017 წელი