თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე: განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს

განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს, – ასე შეაფასა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე რადიკალების მიერ გაკეთებული განცხადებები.

თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების შეფასებამდე, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„რა თქმა უნდა, ვუერთდები სამძიმრის სიტყვებს. ყველანი ვართ უაღრესად დამწუხრებულები ამ ტრაგედიით. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ იმ პირებს, რომლებიც ახლა სამედიცინო დაწესებულებებში არიან და დაზარალდნენ. მწუხარებას გამოვთქვამთ ოჯახის წევრების მიმართ იმ ადამიანებისა, რომლებიც სამწუხაროდ, გარდაიცვალნენ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, კონსტიტუციურ სარჩელს, თქვენ ითხოვეთ განმარტება, გარკვეული შეფასება იმისა, რაც ფაქტობრივად ერთთვიანი განხილვებისას დაფიქსირდა. საქმე იცით რაშია? ალბათ რთული წარმოსადგენი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში ჩვენ მოგვესმინა იმგვარი, ვიტყოდი, სენსაციურად არაკორექტული, სენსაციურად არაკომპეტენტური განცხადებები, რომელიც მოპასუხე მხარის მხრიდან გაკეთდა. რაც მთავარია, განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, ეს აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს. კითხვების ეტაპზეც კი, როდესაც უკვე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა და ჯერჯერობით ახლაც ამ ეტაპზე ვართ, ჩვენთან გადმოსულიყვნენ კითხვებით, კიდევ უფრო იმაზე სუსტად წარმოაჩინეს საკუთარი თავი, ვიდრე თუნდაც ეს განვლილ ეტაპებზე ჩანდა“, – აღნიშნა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე 1633: ამ რეზოლუციას რომ დაუჭერს ადამიანი მხარს,...

ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა ფაქტების დამდგენი რეზოლუცია უწოდა. ფაქტი ყოფილა თურმე, რომ საქართველოს სამხედროება ისროლეს კასეტური ბომბები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ,...