თამთა მეგრელიშვილი ნიკოლოზ რაჭველს: ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კომპოზიტორ და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „იმედის“ ყოველი თანამშრომელი, მათ შორის დამლაგებლებიც, საკუთარი ქვეყნის მოღალატეა.

მეგრელიშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე და დამაკნინებელია რაჭველის მიერ ფრაზაში „დამლაგებლების ჩათვლით“ ამ პროფესიის გამოყოფა.

მისი თქმით, პროფესიისა და სტატუსის მიუხედავად, ყველა ადამიანი თანასწორია და არავის აქვს უფლება, სხვისი პატიოსანი შრომა დააკნინოს.

“„ამ არხის ყოველი თანამშრომელი (დამლაგებლების ჩათვლით) არის მოღალატე საკუთარი ქვეყნის“ – ამას ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

გარდა იმისა, რომ ამ განცხადებით ის ღიად აფიქსირებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ და ყოველი „იმედელი“ მისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით მძიმე და დამაკნინებელია ფრაზა – “დამლაგებლების ჩათვლით“.
არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით გამოყო მან დამლაგებელი – იმისთვის, რომ „იმედის“ მთელი შემადგენლობისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა თუ სხვა რამის სათქმელად, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია. პროფესიისა და სტატუსის მიუხედავად, ყველანი თანასწორნი ვართ და არავის აქვს უფლება, ადამიანის პატიოსანი შრომა ასე დააკნინოს.
ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი.
,,იმედი“ იყო, არის და დღემდე რჩება საკუთარი მაყურებლის მთავარ იმედად.

მსგავსი განცხადებები ვერც ამ დიდ ოჯახს დააკლებს რამეს, ვერც ერთგულ მაყურებელს შეცვლის და ვერც იმ ადამიანების ღირსებას შელახავს, რომლებიც საკუთარ საქმეს ყოველდღიურად, კეთილსინდისიერად ემსახურებიან – ამ სიტყვებში გამოხატული განწყობა მხოლოდ მის მთქმელს აკნინებს და აზიანებს და ეს რატომ არ ესმით?!” – წერს მეგრელიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი: მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო,...

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში მეუფე სტეფანეს ქადაგებას ეხმაურება. კერძოდ, მეუფემ აღნიშნა: „მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო და მთავრობა უნდა წავიდეს,...