ალიევი მიხეილ ყაველაშვილს: პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ თბილისში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების შესახებ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

წერილში ალიევი ყაველაშვილს აზერბაიჯანელი ხალხის სახელით სამძიმარს უცხადებს. ის დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ თბილისში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.

ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე ქართველ ხალხს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ალიევი.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

“ფაქტმონიტორი” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის, იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემებია...

ქუთაისში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავებულია ერთი...

ქუთაისში ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა...

დაზარალებული ეთერ ტუღუში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებაზე: გაოგნებული ვარ, იმდენად დიდი...

გაოგნებული ვარ, იმდენად დიდი და გლობალური პრობლემებია ქვეყანაში, მიკვირს კიდეც, ბოლომდე გავითავისო თუ არა, ვერ წარმომიდგენია, რომ შეეძლო ამ ადამიანს იმ თავის სიკეთეში ჩვენც...

ხორვატი ევროპარლამენტარი: ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოლიტიკა ევროპულ იდენტობასა და მის ქრისტიანულ საფუძვლებს...

ხორვატმა ევროპარლამენტარმა სტივენ ნიკოლა ბარტულიცამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ იდენტობას, განსაკუთრებით კი მის ქრისტიანულ საფუძვლებს. მისი პროგნოზით, ევროკავშირის წამყვან...