ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

“ფაქტმონიტორი” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის, იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემებია მოყვანილი.

“ევროკავშირის გადახდები უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 231.5 მილიარდი ევრო.
ევროკავშირის გადახდები რუსეთისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 232.05 მილიარდი ევრო.
ეს არის ყველაზე გიჟური საომარი “სტრატეგია” ისტორიაში”,- წერს რაიხელტი.

თოფურიას შეფასებით, ეს პროცესი ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია.

“თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ ევროკავშირის ბოლოდროინდელ შანტაჟს — მცდელობას, რომ სანქციების 21-ე პაკეტში მოექციათ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და იქ რუსული ნავთობის კვალი ეძიათ.

ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი”,- წერს ვახტანგ თოფურია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ქუთაისში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავებულია ერთი...

ქუთაისში ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა...