ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

იმ ოჯახებისთვისაც, ვისაც შეიძლება [სუროგაცია] დაგეგმილი ჰქონდა და აკრძალვის შემდეგ ვეღარ განახორციელოს, მათთვისაც მორალურად და ეთიკურად ბევრად უფრო გადაწონის ის დიდი რისკები, რომელი რისკებიც ახლავს სამწუხაროდ ამ თემას და მის ასეთ კომერციალიზაციას, -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე.

კირცხალიამ უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დაინიციირდება კანონპროექტი სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ, განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მომავალში კანონის აღსრულებასაც მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს, რათა არალეგალურ მოქმედებებს ადგილი არ ჰქონდეს.

„სახელმწიფო ჩვენ მოქალაქეებს ყველაფერში გვერდში დაუდგება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ შეგვეძლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ აკრძალვას ნებისმიერ სფეროში ყოველთვის მოჰყვება იატაკქვეშა და არალეგალური მოქმედებები. ერთია ძალიან სწორად გაწერილი კანონმდებლობა და კანონი და მე ვფიქრობ, ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია შემდეგ ამის აღსრულება და ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გაკონტროლებული, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. დამერწმუნეთ, ჩვენ ამის მაქსიმალურ პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ ამ ყველაფერს“,-განაცხადა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს...

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს, - ასე...