პანდემიის პირობებში მუშაობის გაგრძელება რიგი ბიზნესებისთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, ძალიან ხშირად გადავაწყდებოდით სოციალურ ქსელებში ინფორმაციას, თუ როგორ მაღალ სოციალურ პასუხიმგებლობას იჩენდნენ ამა თუ იმ კომერციული ფართების მფლობელები, რომ ბიზნესის მფლობელებს არსებობდა გაეგრძელებინათ. ბევრი მათგანი უფასოდაც კი სთავაზობდა ფართებს ბიზნესის მფლობელებს.
ამის პარალელურად აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც, არათუ რაიმე სახის პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, არამედ, პირიქით, პანდემიის პირობებში, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს ქირის გადასახადი გაუორმაგეს. ასეთი გახლდათ სილამაზის ცენტრი „ლა ბოტე“, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე, 59#-ში მდებარეობდა.
ქვემოთმოყვანილ სტატიაში სწორედ აღნიშნულ ბიზნესზე და მის მფლობელზე, მაია ჩუბინიძეზე გიამბობთ.
ბავშვობა
ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშში დაიბადა. მამა სამხედრო იყო და შესაბამისად, ისიც სამხედრო უბანში (ე.წ. გარადოკში) გაიზარდა, კოდაში. საბჭთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.
ბაღის და სკოლის წლები არაერთგვაროვნად კარგად ახსენდება.
„ე.წ. გარადოკში რუსულ ბაღში და სკოლაში დავდიოდი. შემდეგ, თბილისში გადმოვედით და რუსულ სკოლაში დავდიოდი 2 წლის მანძილზე, სადაც სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები იყრიდნენ თავს. ეს პერიოდი მახსენდება, როგორც საუკეთესო წლები. მოგვიანებით ქართულ სკოლაში გავაგრძელე სწავლა. ძალიან გამიჭირდა ამ ახალ გარემოში სწავლა, აბსოლუტურად განსხვავდებოდა ძველ სასკოლო გარემოსგან მოსწავლეების და პედაგოგების მიდგომები, მენტატლიტეტი…“- გვიყვება მაიკო ჩუბინიძე.
ჰქონდა ბავშვური ოცნებებიც.
„ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჯადოსნური ჯოხი, რომ ადამიანებისთვის ყველა სურვილი შემესრულებინა. გაჭირვებულებისთვის მეშველა, ავადმყოფი განმეკურნა… ადამიანებისთვის ბედნიერება მეჩუქებინა… 🙂 სამწუხაროდ ეს ჯოხი ვერ ვიპოვე.“- აღნიშნავს მაიკო.
პროფესია
მაიკო ჩუბინიძის ბავშვობის და სტუდენტობის წლები „ბნელ 90-იანებს“ უკავშირდება. ამ პერიოდს უკავშირდება საკუთარ თავში ახალი ნიჭის აღმოჩენა, რომელიც პროფესიად აქცია.
„ჩემი თაობა საკმაოდ რთულ ყოფაში აღიზარდა, ზუსტად იმ ასაკში, როდესაც სურვილები ჩნდება, ჩვენ ახალი წლის დღეებში ვნატრობდით, რომ 2 დღის მანძლზე უწყვეტად გვქონოდა შუქი.
სამედიცინო ტექნიკუმში ჩავაბარე, ლექციები საერთოთ არ ტარდებოდა, საინტერესო არაფერი ხდებოდა… დაკარგული თაობა ვართ, დიპლომი მაქვს, ცოდნა არა.
ბევრს ვერაფერს ვხედავდით და არც არაფერს მოვითხოვდით. მხოლოდ თვითგადარჩენაზე ვზრუნავდი, შესაბამისად, 16 წლიდან დავიწყე მარკეტში მუშაობა. ხელფასი 3 ლარი იყო და გვიხაროდა, შემდეგ მივხვდი, რომ ეს მცირედია, დროის ფუჭი კარგვა.
ბაბუა მყავდა დალაქი და ხშირად დავყავდი სალონში. იმ პედიოდიდან მაინტერესებდა სილამაზის სფერო. მახსოვს, 10 წლის ვიყავი, ბებიას თავზე ვეფერებოდი და ჩაეძინა. ავდექი და ნანეტი შევაჭერი, აღარ მოგიყვებით როგორ დასრულდა ეს ამბავი, მაგრამ მე კმაყოფილი ვიყავი. შემდეგ მეზობლებს ვჭრიდი თმას, მიკვირს, როგორ მანდობდნენ თავს. ბავშობის ინტერესებმა წლების შემდეგ გაიღვიძა და გადავწყვიტე პროფესიოულ დონეზე მესწავლა სტილისტობა.“- იხსენებს მაიკო ჩუბინიძე.
საკუთარი საქმე
მას შემდეგ, რაც სილამაზის სფეროში შედგა ფეხი ბევრს სირთულეს გადააწყდა.
„აღმოჩნდა, რომ ისეთი მარტივი არ ყოფილა ეს საქმე, როგორც შორიდან ჩანდა. მარტო ხელობა არ აღმოჩნდა საკმარისი. კომუნიკაცია, მარკეტინგი და კიდევ უამრავი უნარი აღმოჩნდა საჭირო წარამტების მისაღწევად.
ნებისმიერ სალონში თვითდამკვიდრებისთვის გიწევს ბრძოლა. არავინ გიყურებს მეგობრულად, ვერავინ იტანს კონკურენტს, თან მოტივირებულს… ყველგან ღალატი და სიცრუე მხვდებოდა, (შესაძლოა ყველა სფეროში ასეა, არ ვიცი) მაგრამ არ ვნებდებოდი და წინ და წინ მივდიოდი დაუღალავი შრომით.
საკუთარ ბიზნესს რაც შეეხება: ბევრი არაფერი მქონდა. ჯერ რამდენიმე სტილისტმა ვიქირავეთ ფართი. არ გაამართლა, რადგან ბევრი მმართველი ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. დავიშალეთ.
დავრჩით 2 სტილისტი უზარმაზარ ფართში, შესაბამისად დიდი ხარჯით. ისევ თავიდან დავიწყეთ მე და ჩემმა მეწილემ. ბიზნესის ფეხზე დაყენებას წლები დასჭირდა. როგორც კი ბიზნესი ფეხზე დადგა მეწილემ გასვლა მოინდომა და ბიზნესის გაყოფა. წავიდა და წაიღო ბიზნესის 80% – თავისი სტილისტებიანად.
დავრჩი მარტო – ისევ დიდი ხარჯებით. დავიწყე თავიდან და ბიზნესის ფეხზე დაყენების პირზე პანდემიამ მოგვისწრო. საგულისხმოა, რომ იმ პირობებში, როდესაც ბევრი ბიზნესი სულს ღაფავდა, ფართის მეპატრონემ ქირა გამიორმაგა. ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. დღეს იმავე ნომერში, მოკრძალებულ ფართში გადავედით და ვაგრძელებთ საქმიანობას.“ – გვიყვება მაიკო ჩუბინიძე.
მიღწევები და მიზნები
ყოველდღიურად ცდილობს განვითარდეს. ესწრება სემინარებს, ტრენინგებს, როგორც საქართველოში, ასევე უცხო ქვეყნებში. იღებს მონაწილეობას სხვადასხვა შოუებში. თანამშრომლობს „ჯანგლ-ფევერთან“. აქვს ბევრი მიზანი.
„ჯიეფ-ჯორჯიას მინდა მადლობა გადავუხადო. მუდმივად გვერდში მიდგანან და მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ. ეს არის ბრენდი, რომელიც ზრუნავს არამარტო ბრენდზე, არამედ თითოულ სტილისტზე. ხელს უწყობენ წინსვლის და განითარების კუთხით, ინდივიდუალურად უდგებიან ნებისმიერ მომხმარებელს, რისთვისაც მუდამ მადლიერი ვიქნები.“ – ამბობს მაიკო.
„იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გავმხდარვიყავი, მთელი ცხოვრება გავლიე. უამრავი სირთულე და ღალატი გადამხდა თავს. რაც უფრო ვცდილობდი სამართლიანი ვყოფილიყავი, უფრო რთულდებოდა ყველაფერი. არავის ადარდებს შენი სიმართლე, სიცრუეს და ღალატს მეტად აფასებდნენ. ერთადერთი, რაც მიხარია, არის ის, რომ არ შევიცვალე, ვერ მომერია ეს ბოროტება. მახსოვს, ერთმა, ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა მირჩია, რომ მეც მათსავით მოვქცეულიყავი და გაოცებული დავრჩი, ეს როგორ მირჩიე, მაშინ რა სხვაობა უნდა იყოს ადამიანებში, მეც მათნაირი ცბიერი თუ გავხდებითქო… ამით იმის თქმა მინდა, რომ: არასდროს შეიცვალოთ, არაფრის მიუხედავად. ამ ცხოვრებაში რთულია გადარჩენა, მაგრამ არ დაკაროთ ეს თვისებები.“- ამბობს მაიკო ჩუბინიძე.
საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს მაიკო ჩუბინიძეს თავის საქმიანობაში. ვიმედოვნებთ, ზემოთმოყვანილი ისტორია ბევრი ქალისთვის გახდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, საკუთარი საქმის კეთების მოტივაციის წყაროდ.