17 მაისი, კვირა, 2026
17 მაისი, კვირა, 2026

ირაკლი კირცხალია – ვაპირებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ

ჩვენ ვაპირებთ იმ კურსის გაგრძელებას, რა კურსიც დაგვიკვეთა ჩვენმა საზოგადოებამ, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, საქართველო ყველა პარტნიორთან ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს.

“რაც შეეხება პარტნიორებთან ურთიერთობას, ყველგან ვმუშაობთ ღირსეულად, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ისე რომ ჩვენ არავინ გამოგვიყენოს იარაღად, ყოველ შემთხვევაში სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ჩვენს შემდეგ ვინც იქნება, საზოგადოება ისე გაიზარდა და ისე შეიგრძნო რას ნიშნავს თავისუფალ, ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება, რომ ვერასდროს საქართველო ვერ გახდება ვინმეს ვასალი”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები