კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის დროს თანმხლები შეზღუდვების გარეშე მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩატარებაშეუძლებელია.

„რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად ახლდება, წესრიგდება საფეხმავლო ტროტუარები. რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას. გვესმის, რომ რთულია. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დამთავრდება, გამზირი იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული“, – განაცხადა მერმა.

თბილისის მერმა განმარტა, რომ გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია- განახლება მომავალ წელს იგეგმება.

„ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა გავხსენით. ქვედა ფენებში არის კონკრეტული მონაკვეთი მოქცეული, თუმცა აქაც, უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რომ უკვე საბოლოოდ მოხდეს ასფალტის ბოლო ფენების დაგება. ეს ერთიანად მოხდება, როდესაც უკვე მთლიანად გამზირზე, ყველა მონაკვეთზემომზადებული იქნება სამუშაოები იმისთვის, რომ მოასფალტების ბოლო ფენა, ანუ სამუშაოების ბოლო ეტაპი განხორციელდეს. ასე რომ, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები“, – აღნიშნა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი ევროკომისიის სკანდალზე: ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა,...

ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ირმჰილდ ბოსდორფმა. მან ასე შეაფასა საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ...