ირაკლი კირცხალია – ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური – პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, იმ მართლაც უბინძურეს, დიდ, წლებზე გაწერილ სცენარზე, ყველა იმ სწავლებას ერქვა ერთი მარტივი სათაური – პოლარიზაცია, ზიზღი და სიძულვილი“, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, რადიკალების ერთ-ერთ მსხვილ აგენტს წამოსცდა ფრაზა – „სანქცია გარეთ, აქცია შიგნით“.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, მთელი ამ სცენარის დედააზრია ის, რომ საზოგადოება უნდა დაყო.

“მახსოვს, ერთ-ერთი აქტივისტი, ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ, 22 წლის, მანაგაძე გვარად. ჭავჭავაძის გამზირზე რაღაც ინციდენტი მოხდა, აქციების პერიოდში, ამ ბიჭმა განაცხადა დედაჩემს არ ვაღიარებო. დედას არ ვაღიარებო, 22 წლის ბიჭმა თქვა, ამათმა აქტივისტმა. ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც სწავლებებით ჰყავდათ მოწამლული. ამ ყველაფრის შემდეგ რა განცხადებები გაკეთდა?!

გიორგი ვაშაძე იყო, რომელიც მივიდა, ხელი ჩამოართვა და ინტერვიუ მისცა ამ ტრაგიზმის შემდეგ და თქვა, ჩვენ ვამაყობთ ასეთი ახალგაზრდებითო. ამ დონის პოლარიზაციაა“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, 2024 წლის ივნისში ოპოზიციონერი აქტივისტი ნიკო მანაგაძე მისი მშობლების ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც აცხადებდნენ, რომ მათი შვილის წახალისება ოპოზიციონერების მხრიდან ხდება. როგორც მანაგაძემ აღნიშნა, დედასთან ურთიერთობა არ აქვს და განსაკუთრებით მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპელი პოლიტიკოსების მიერ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს. მისი თქმით, ევროპასა და...