სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა მშვიდობიანი აქცია იყო?! – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“, სადაც პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ არანაირი სახელმწიფო გადატრიალებას ადგილი არ ჰქონია და დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდა.
“რას ჰქვია გადატრიალების მცდელობა არ იყო?! პარლამენტის შენობას წვავდნენ, დაასახიჩრეს პოლიციელები. რომელია პოლიტიკური პატიმარი, ერთი მითხარით! ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?! თქვენ, ნებსით თუ უნებლიედ, როგორც ბატონმა ჰერჩინსკის და მის დამქაშებს, როგორც ცრუ აღქმებში შეჰყავდათ ჩვენი საზოგადოება, ახლა თქვენ იმავეს იმეორებთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.









