ირაკლი კირცხალია – საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს, ჩვენ გვინდა ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში “ღია ეთერი – დებატები“ განაცხადა.

კირცხალიამ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად არ ვართ მარტივ ადგილას, მაგრამ ამავდროულად ვართ ძალიან პერსპექტიულ ადგილას, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმი, გავბედოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას გავატარებთ და ვიტყვით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს საუკეთესო ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპელი პოლიტიკოსების მიერ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს. მისი თქმით, ევროპასა და...