რამდენიმე დღის წინ, „ფეისბუქის“ „სქროლვის“ დროს, ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის ვიდეოს გადავაწყდი. ქალბატონი, მცირეწლოვან ბავშვს სხვადასხვა პოლიტიკური შინაარსის ლოზუნგების ფონზე ასადილებდა:
მოგვიანებით, სოციალურმა ქსელმა კიდევ რამდენიმე ვიდეო მაჩვენა იმავე ლოზუნგებით… ზოგიერთი თავად იყენებდა პოლიტიკური განცხადებების “დამაგვირგვინებლად”. (მაგალითად, ნიკა გვარამია).
ზოგიერთმა საპროტესტო მსვლელობის დროს „გარეპა“:
შემდეგ აღნიშნული ვიდეო, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა პირებმა გაავრცელეს მინაწერებით:
- გოგა ხაჩიძე: ფანი ვარ!
- ეკა კვესიტაძე: ყველაზე საყვარელი მარში და გოგო მთელ მსოფლიოში ❤️
რა გზავნილები დგას აღნიშნული მოცემულობის მიღმა? გავაანალიზოთ, რა შინაარსს ატარებს გამოყენებული ლოზუნგები?
1. „არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა!“– აღნიშნული ლოზუნგის მთავარი გზავნილი არის შემდეგი: თუ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფი ვერ მიაღწევს მათთვის მისაღებ სამართლიანობას, ქვეყანაში არ იქნება სტაბილურობა და სიმშვიდე.
2. „ცეცხლი ოლიგარქიას!“ – ლოზუნგი ერთი შეხედვითვე ატარებს რადიკალურ ხასიათს და მიმართულია იმ მმართველი ელიტის მისამართით, რომელთაც აქტივისტები მიიჩნევენ ოლიგარქიულად. ამ შემთხვევაში, „ცეცხლი“, გამოყენებულია გარკვეულ სიმბოლოდ და შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც არსებული მმართველობის დასრულების მოწოდებად და ემსახურება აგრესიული განწყობების გაღვივებას. ლოზუნგი კონფრონტაციული ხასიათისაა და გამოიყენება რევოლუციური განწყობების გასაძლიერებლად.
3. „ყველგან პოლიცია – არსად სამართალი!“ – ლოზუნგი ხაზს უსვამს პროცესებში სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების სიმრავლეს და პოლიცია წარმოჩენილია, როგორც ძალაუფლების იარაღი და არა სამართლიანობის გარანტია.
რა სახის მანიპულაციები გვხვდება მოყვანილ ლოზუნგებში?
1. „არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა!“ – მანიპულაციის ტიპი: შიში და შანტაჟი – ლოზუნგი აღიქმება, როგორც ულტიმატუმი: თუ არ შესრულდება გარკვეული ჯგუფის გარკვეული მოთხოვნები მყისიერად, იქნება არეულობა და არამშვიდობიანი პროტესტი, რაც საზოგადოებაში აღვიძებს შიშს და განაპირობებს კონფლიქტურ სიტუაციებში ჩათრევას.
2. „ცეცხლი ოლიგარქიას!“ მანიპულაციის ტიპი: რადიკალიზაცია და დემონიზაცია – სიტყვა „ცეცხლი“ ასოცირდება აგრესიასთან და განადგურებასთან. სიტყვა „ოლიგარქის“ გამოყენებით კი შექმნილია მტრის ხატი და ცეცხლით მისი განადგურების გამართლება ხდება. აღნიშნული მოწოდება ადამიანის ცნობიერს უქმნის განცდას, რომ თუ არ განადგურდება ოლიგარქიული სისტემა, სხვაგვარად არაფერი შეიცვლება. მოწოდება, არ შეიცავს კონკრეტულ გამოსავალს და არის მხოლოდ ანარქისტული მოწოდება.
3. „ყველგან პოლიცია – არსად სამართალი!“ მანიპულაციის ტიპი: საზოგადოების პოლარიზაცია – ლოზუნგში ყველა პოლიციელი ნეგატიურ კონტექსტშია განხილული და საზოგადოებას უჩენს ანტაგონისტურ განწყობას, რაც საზოგადოებას და პოლიციას შორის ნდობის დაკარგვას უწყობს ხელს, შედეგი სასარგებლოა პროტესტის ორგანიზატორებისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ დაპირისპირებაში. ვ
ვისაუბროთ განცდებზე: რა განცდას უტოვებს აღნიშნული ლოზუნგები, როგორც ხელისუფლების მომხრეებს, ასევე – მოწინააღმდეგეებს?
- ხელისუფლების მომხრეებისთვის ხდება ცხადი, რომ:
ოპოზიცია რადიკალურია – მათ უმყარდებათ რწმენა, რომ ოპოზიცია, მხოლოდ დესტრუქციის მოწყობას ცდილობს და არა რეალური პრობლემების მოგვარებას და ქაოსის შექმნაზეა ორიენტირებული. პოლიტიკურ სისტემაზე შეტევა გადაჭარბებულია და სახელმწიფო სტრუქტურებმა თავი და კანონი უნდა დაიცვან.
პროტესტს არ აქვს ლეგიტიმაცია – ოპოზიციური სცენარი და ლოზუნგები მხოლოდ მანიპულაციაა და არაფერი აქვს საერთო სამართლიანობის მოთხოვნასთან ოპოზიცია მარგინალიზებულია – რაც ხელისუფლების მომხრეებს უჩენს მოტივაციას, მეტად მტკიცე იყვნენ პოზიციაში და უფრო მეტად გააქტიურდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ.
ყველა ზემოთაღნიშნულის შესაბამისად, ხელისუფლების მომხრეებს უმტკიცდებათ განცდა, რომ ხელისუფლების მოქმედება გამართლებულია, თუნდაც პროტესტების ძალისმიერ ჩახშობაზე იყოს საუბარი.
- რა გავლენას ახდენს ოპოზიციის მომხრეებზე?
უფრო მეტად ღიზიანდება – ასეთი ლოზუნგები, რადიკალებად წარმოაჩენს და კავშირს კარგავს იმ მიზეზებთან, რის გამოც ისინი ქუჩაში გადიან.
უძლიერდებათ დაპირისპირების სურვილი – ასეთი ლოზუნგები უბიძგებთ, კიდევ უფრო გაამკაცრონ პოზიციები და აგრესიული რიტორიკა და აქტივობები.
მსგავსი ლოზუნგების გამოყენების სუსტი და ძლიერი მხარეები ოპოზიციისთვის სტრატეგიული თვალსაზრისით:
- დადებითი ეფექტი მოკლევადიან პერიოდში:
ემოციური მობილიზაცია – ასეთი ლოზუნგები ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს პროტესტის მონაწილეებზე და ერთიანობის შეგრძნებას უჩენს;
აქტიურობის ზრდა – უფრო აქტიურს ხდის მხარდამჭერებს და განაპირობებს პროტესტში ჩართოს მეტი ადამიანი.
მედიის ყურადღება – დრამატული და რადიკალური ლოზუნგები მედიაში კარგად „საღდება“, რაც აქციების გაშუქების რიცხვს ზრდის, შესაბამისად, უფრო აქტიური ხდება პროცესებით დაინტერესებული საერთაშორისო საზოგადოებაც.
- უარყოფითი მხარეები გრძელვადიან პერიოდში;
ოპოზიცია კარგავს ნეიტრალური ამომრჩევლების ნდობას – ზომიერად განწყობილი მოქალაქეებიც კი, რომელთაც, შესაძლოა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, აღიზიანებს აგრესიული რიტორიკა და გადახრის ხელისუფლებისკენ, როგორც სტაბილურობის გარანტისკენ, რადგან ამომრჩევლების დიდი ნაწილი რადიკალიზმს განიხილავს, როგორც ქაოსის რისკს.
ხელისუფლებას გრძელვადიან პერსპექტივაში აძლევს საფუძველს, რომ გაამართლოს მის მიერ წარსულში გადადგმული ნაბიჯები. (მაგალითად, ლოზუნგი „ცეცხლი ოლიგარქიას!“ ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს წარმოაჩენს ექსტრემისტებად, რაც ხელისუფლებას აძლევს საფუძველს, გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა ზომა და სამომავლოდ აძლევს „არგუმენტს“, რომ ძალის გამოყენება აუცილებელია სახელმწიფოს დასაცავად.
დაბოლოს…
პოლიტიკური ლოზუნგები, განსაკუთრებულ კი ემოციურად დატვირთული მოწოდებები, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ განწყობებზე, შესაბამისად, კარგად უნდა იყოს გააზრებული, საზოგადოების რა ნაწილზეა გათვლილი და რა სტრატეგიის ნაწილია.
“საქართველო, ადექი – აჯანყდი!” „ცეცხლი ოლიგარქიას!“ და სხვა მსგავსი ლოზუნგები, შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში მიმზიდველი იყოს, მაგრამ ხელისუფლების “წისქვილზე ასხამს წყალს,” მარტივად იძლევა საბაბს ოპოზიციის რადიკალურობის ნარატივის გასაძლიერებლად. ოპოზიციამ, მიზანს შესაძლოა უფრო ეფექტურად მიაღწიოს, თუკი მათი ლოზუნგები ნაკლებად რადიკალური, თუმცა, მაინც ძლიერი და შინაარსიანი იქნება, რაც საზოგადოების მხარდაჭერას თუ არ შეასუსტებს, სტაბილურს მაინც გახდის. საერთო ჯამში კი, ხელისუფლებას, ოპოზიციას და აქტივისტებს უნდა ესმოდეთ, რომ საზოგადოებრივი პოლარიზაციის გაღრმავება დემოკრატიულ პროცესებს და ქვეყნის წინსვლას უშლის ხელს. შესაბამისად, გრძელვადიანი წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, არა რადიკალიზმი, არამედ ფართო საზოგადოებისთვის მისაღები კომუნიკაციაა.
და უმთავრესი: ბავშვების, არასრულწლოვანების პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვა, სულ მცირე – არაეთიკურია.
————————————–