მარიამ ლაშხი დანიაში აქციის დაშლაზე: როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა

როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ასეთ ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

ასე გამოეხმაურა დეპუტატი პრემიერ – მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.

„დანიის და ზოგადად, ევროპელი კოლეგების მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედებები არა ორმაგი, არამედ არის უსტანდარტობა. როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ასეთ ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა“, – აღნიშნა ლაშხმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა...

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების...