Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა

Bloomberg-ის ცნობით, რუსული რუბლი ამ კვარტალში დოლართან მიმართებაში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა.

მისი ზრდა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გაყიდვიდან უცხოური ვალუტის მკვეთრმა შემოდინებამ განაპირობა.

აპრილის დასაწყისიდან რუბლი დაახლოებით 12%-ით გამყარდა და დოლარზე 72.6-ს მიაღწია – რაც 2023 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დღეს კი რუბლი დოლარზე 70-მდე გამყარდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-მა რუსული ნავთობისთვის სანქციების შემსუბუქება გააგრძელა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა...

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების...