ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა, არჩევნების ჩაშლის მიზნით თავდასხმები სცადონ. ნუ შეგვაფასებთ არასწორად და ნუ გამოგვცდით

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირანმა და მისმა მოკავშირეებმა, შესაძლოა, არჩევნების ჩაშლის მიზნით თავდასხმები სცადონ. ისრაელის პრემიერის თქმით, არმია მზად არის როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის და ნებისმიერ თავდასხმას გადამწყვეტი ძალით უპასუხებს.

„ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, ჩვენმა მტრებმა – ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა, არჩევნების ჩაშლის მიზნით თავდასხმები სცადონ. მათ ვაფრთხილებ: ნუ გამოგვცდით. თქვენ მიიღებთ დარტყმებს, რომელთა მასშტაბიც ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბებს და რომლებიც გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს თქვენს წინააღმდეგ გადამწყვეტი დარტყმა იქნება. ნუ შეგვაფასებთ არასწორად და ნუ გამოგვცდით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 27 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის აქციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე, ...

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, კომენტარი გააკეთა გუშინ, ოპოზიციის მიერ ჩატარებულ აქციაზე, სახელწოდებით - "საქართველო ივანიშვილის გარეშე" და აღნიშნა, რომ აქციის...