გერმანული გამოცემა Welt-ის ცნობით, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითხოვენ.
მომავალი წლისთვის უკრაინამ დამატებით 70 მილიარდი ევრო უნდა მიიღოს, საიდანაც 45 მილიარდ ევრომდე ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გამოყონ. დახმარების დაფარვის ერთ-ერთ გზად გაყინული რუსული აქტივების გამოყენება განიხილება. პროგრამაში მონაწილეობაზე უარი ბულგარეთმაც განაცხადა.









