პარიზში ახალგაზრდები რასიზმის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოვიდნენ და ქალაქ ტრაპში რასისტულ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმა გააპროტესტეს

პარიზში ღამით ისევ არეულობა იყო. რესპუბლიკის მოედანზე ახალგაზრდები რასიზმის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოვიდნენ და ქალაქ ტრაპში რასისტულ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმა გააპროტესტეს. პოლიცია დემონსტრანტებისკენ ცოცხალი ძალით დაიძრა და მათ ტერიტორიის დატოვება აიძულა.

მანამდე აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. მათ აქციის გამართვა რესპუბლიკის მოედანზე სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მოედნის მიმართულებით არ გაუშვეს, იმ მოტივით, რომ, იქ აქციის გამართვა აკრძალული იყო.

პარიზში იმყოფება „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი, სადაც მიმდინარე მოვლენების გაშუქებას განაგრძობს.

„ჩვენ ვიკრიბებით, რადგან გაბრაზებულები ვართ. საფრანგეთში ახლა ძალიან ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც მიუღებელია. ბევრი პრობლემაა, მათ შორის მაკრონის მთავრობა, რომელიც უფლებამოსილებას აჭარბებს“, – განუცხადა „ქრონიკას“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ...

მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი...