ირაკლი კირცხალია – ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება, ჩვენი წარმომადგენლის დღევანდელი სიტყვა იყო უმნიშვნელოვანესი

ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა იმ სპეკულაციურ შეკითხვებს, დაზუსტებებს, ვითომ რაღაცის ვერგაგებას საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა.

“ეს კვირა სასესიო კვირაა, პლენუმის სხდომები არის ხვალიდან და როგორც ყოველთვის, ორშაბათს ჩავატარეთ უმრავლესობის სხდომა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. მოგეხსენებათ, ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი და ყველა იმ სპეკულაციურ შეკითხვებს, ჩაკითხვებს, ვითომ რაღაცის ვერგაგებას საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა. ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს ქვეყანა იმ წრედიდან, რომელსაც ჰქვია ოპოზიციურ ფლანგზე აგენტურული ქსელის საქმიანობა“, – განაცხადა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც...

სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან ის დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია, -...