მაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

26 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების ფარგლებში ასევე, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

„ეს არის მაღალი დონის ეკონომიკური პლატფორმა დიალოგისთვის, რომელშიც მონაწილეობენ მაღალი დონის პოლიტიკოსები მასპინძელი ქვეყნიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ბიზნესის და სხვა დარგობრივი სფეროების, ინდუსტრიის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გეოპოლიტიკური განვითარებების ფონზე, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. მინისტრს მიეცემა საშუალება, რომ პანელურ დისკუსიაზე ხაზი გაუსვას საქართველოს საკვანძო როლს დაკავშირებადობის, ასევე შუა დერეფნის განვითარების კუთხით. მას ასევე მიეცემა საშუალება, ისაუბროს და ხაზი გაუსვას იმ წვლილსა და იმ შენატანს, რომელსაც საქართველო ასრულებს ამ მიმართულებით, ზოგადად, დაკავშირებადობის პოლიტიკის განვითარების კუთხით“, – განაცხადა ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ ხამაშურიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას...

სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს....