ლევან მახაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არ არის უბრალოდ რიგითი დანაშაულები, თითოეული მათგანი არის სისტემური და განგრძობითი დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წეს-წყობილების, რაზე რეაგირებაც ჩვენი ვალდებულებაა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წეს-წყობილების დარღვევებზე რეაგირება მმართველი გუნდის ვალდებულებაა. ამის შესახებ მან ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

„ეს არ არის უბრალოდ რიგითი დანაშაულები, გადაცდომები, თითოეული მათგანი არის სისტემური და განგრძობითი დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წეს-წყობილების. ამაზე რეაგირება არის არათუ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულება იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს, დემოკრატიას მივცეთ ნორმალური, ჯანსაღი განვითარების შანსი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 12:00 საათზე განახლდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ...

მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი...