3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, როგორც პროპაგანდისტული მანიპულაციის ფორმულა – დიანა ლიპარტელიანის ბლოგი

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პროცესებში უშუალოდ არიან აქტიურად ჩართული, თავიანთ შეხედულებებს, გარკვეული ძალების მიერ შეთავაზებული „რეკომენდაციების“ მიხედვით, ბევრად მარტივად ცვლიან, ვიდრე ისინი, ვინც ამ პროცესებს დამკვირვებლის თვალით აფასებენ. ასე მიიქცია ყურადღება ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგმა შედეგებმა. (ან „შედევრმა“).

  • რა მოხდა?

მიმდინარე წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ეთერში გაავრცელდა ინფორმაცია, რომ არხის დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ, Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლის და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/–2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

  • რა აჩვენა კვლევამ პოლიტიკური პარტიების შანსებზე?

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: „ქართული ოცნება“/„ხალხის ძალას“ 32.4% უჭერს მხარს, „ერთიანობა“: „ნაციონალური მოძრაობა“/„სტრატეგია აღმაშენებელს“ – 17.3%, „ძლიერი საქართველო“: „ლელო“/„ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანს“ – 12.8%.
კვლევის თანახმად, პარტიას „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ „ახალი“/„გირჩი“/„დროა“ – 9.9%; ამავე კვლევის მიხედვით, „გირჩი“ – იაგო ხვიჩიას 5.2% აქვს, „ლეიბორისტულ პარტიას“ 3.3%, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ალტ ინფოს“ 2.6%, „მოქალაქეებს“ კი – 2.2%; 1.9% აქვს „ევროპულ საქართველოს“, „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელიას 0.9%, ხოლო სხვა პარტიებს – 0.4%.

  • რას გვეუბნება კვლევა პოლიტიკოსების რეიტინგებზე?

„ფორმულას“ დაკვეთით ნაწარმოები კვლევა გვეუბნება, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი მოსწონს (63-63%), რეიტინგში მესამეა ნინო ლომჯარია (48%), შემდეგ თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე (41-41%). რეიტინგში შემდეგია ნიკა გვარამია, შალვა ნათელაშვილი 40%, კახა კალაძე 40%, ზურა (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი გახარია (39-39%), გია ჯაფარიძე 39%, მიხეილ სააკაშვილი 38%, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე 38%, ნიკა მელია, ალეკო ელისაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი 37%, მამუკა ხაზარაძე და ბიძინა ივანიშვილი 36%, ირაკლი კობახიძე 35%.

  • რის თქმა სურდა „ფორმულას“ აღნიშნული გამოკითხვით?

გამოკითხვის აღნიშნული პასაჟი, მთლიანი კვლევის განსაკუთრებული სუსტი და ლოგიკასმოკლებული რგოლია. გამოკითხვის დამკვეთი ცდილობს, შექმნას საზოგადოებრივი რწმენა, რომ საზოგადოებას, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი მარგველაშვილი და (საქართველოში ბომბებისწვიმისმსურველი და ნაცთდამცველი) ნინო ლომჯარია უფრო მოსწონს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი.

  • რომ საზოგადოებისთვის გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა უფრო მისაღებია, ვიდე ირაკლი კობახიძე ან ირაკლი ღარიბაშვილი
  • რომ საზოგადოებას ნიკა გვარამია და შალვა ნათელაშვილი უფრო მოსწონს, ვიდრე კახა კალაძე.
  • რომ საზოგადოებას ალეკო ელისაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ერთნაირი მიმღებლობა აქვს და მიხეილ სააკაშვილს ელენე ხოშტარიას დონის მოწონება აქვს. (თუმცა, ეს უკანასკნელი, მგონია, უფრო შიდაოპოზიციური დაპირისპირების მაგალითად გამოდგება).

და ამ ყველაფრის ფონზე, გამოკითხვის დამკვეთი გვეუბნება, რომ მართალია, მმართველი პარტია ჩვენი გემოვნების მიხედვითაც პირველ ადგილზეა, მაგრამ ზურაბიშვილს(?) და ლომჯარიას(?) ძალიან გვინდა ვასიამოვნოთ და სახელისუფლებო ლიდერებს პოლიტიკოსების რეიტინგში ბოლოსკენ ჩავაჩოჩებთო.

მრავალmaფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამომრჩევლისთვის, რომელიც წაგებულის რანგში აღიქვამს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, მისთვის მიმზიდველობას კარგავს, ამიტომაც პოლიტიკური სუბიექტების მიერ მთელი საარჩევნო რესურსების მიმართვა ხდება იქითკენ, რომ ამომრჩეველი დაარწმუნონ უეჭველ გამარჯვებაში და ამომრჩეველს რომ არ ჰქონდეს გარკვეულწილად ცალმხრივობის განცდა, იყენებენ ისეთ მანიპულაციურ ხერხს, როგორიცაა „უკუკავშირი“, რომელიც პიროვნებას უჩენს პროცესში ჩართულობის და მოსალოდნელი გამარჯვების ილუზიურ განცდას.

ამგვარ პროცესში, სოციოლოგიური გამოკითხვები იქცევა-ხოლმე ერთგვარ „ნიღბად“ რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, რეალურად არ ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს და გვევლინება, როგორც პროპაგანდისტული მანიპულაციის სახეობად. (საინტერესოა გამოკითხულთა რაოდეობაც, რომელიც გარკვეულწილად, გამოხატავს კიდევ აღნიშნული “კვლევის” მიზანს: მაგალითად, თუ 2020-ში 4500 მოქალაქე გამოიკითხა, ხოლო 2021-ში 1500 მოქალაქე, ბოლო კვლევაში მხოლოდ 1000 მოქალაქეა გამოკითხული.)

მსგავსი გამოკითხვების დროს მოქმედებს პრინციპი – „არასდროს დასვათ ისეთი კითხვა, რომელზეც ვერ შეძლებთ სასურველი პასუხის მიღებას.“ შესაბამისად, კითხვებს უკვე აქვს ისეთი ფორმულირება, რომელიც ცნობიერს გარკვეული, სასურველი მიმართულებით წარმართავს და სასურველ პასუხს გაძლევს. როგორც ჩანს, ეს იყო ამ გამოკითხვის პროპაგანდისტული მანიპულაციის ფორმულაც.

  • რა მოსალოდნელ „ანგარიშებს“ წერდა Edison Research-ის გასული არჩევნების გამოკითხვის შედეგებით?

2021 წელი, 27 სექტემბერი:

შეკითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თბილისი), თბილისის მოსახლეობის პასუხები ასეთი იყო:

ქართული ოცნება – 32%;
ნაციონალური მოძრაობა – 23%;
გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 12%;
ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება – 9%;
ლელო – 4%;
გირჩი – იაგო ხვიჩია – 4%;
დროა – 3%;
ანა დოლიძე – ხალხისთვის – 3%;
ლეიბორისტული პარტია – 3%;
პატრიოტთა ალიანსი – 2%;
მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 1%;
მოქალაქეები – 1%.
სხვა – 3%.

ქვეყნის მასშტაბით კი შედეგები შედარებით განსხვავებული გახლდათ. შეკითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება – 36%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 27%;
გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 11%;
ლეიბორისტული პარტია – 4%;
ლელო – 4%;
ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება – 4%;
ევროპული საქართველო – 2%;
გირჩი – 2%;
მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
პატრიოტთა ალიანსი – 2%
ელენე ხოშტარია – დროა – 1%;
ანა დოლიძე – ხალხისთვის – 1%;
მოქალაქეები – 1%;
სხვა – 3%.

  • 2020 წელი, 12 ოქტომბერი:

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილებოდა:

ქართული ოცნება – 36%;
ენმ – ძალა ერთობაშია – 17%;
ევროპული საქართველო – 5%;
24% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 4%;
ლეიბორისტული პარტია – 3%;
პატრიოტთა ალიანსი – 3%;
გირჩი – 2%:
ლელო – 2%;
მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%
ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 1%;
გამარჯვებული საქართველო – ირაკლი ოქრუაშვილი – 1%;
სხვა პარტიები – 1%;

  • რა შედეგები ვიხილეთ რეალურად არჩევნებზე?
    შედეგი სახეზეა.

დიანა ლიპარტელიანი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მასობრივ კომუნიკაციებში

ავტორი:

ბოლო სიახლეები