თამარ ტალიაშვილმა, მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა თამარ ტალიაშვილმა, მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, მიღებას, რომელიც ბენჯამენ ფრანკლინის სახელობის ცერემონიების დარბაზში გაიმართა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაიკლ რიგასმა უმასპინძლა.

„მიღებაში მონაწილეობდნენ როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, ასევე სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მათ შორის წარმოდგენილი იყო აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის ახლადდანიშნული თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი. მასთან საუბარში ელჩმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

ღონისძიება კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისისა და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე I-ის პატივსაცემaდ გაიმართა“, – წერს საელჩო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნათია თურნავა: საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია

„2026 წლის პირველ 9 თვეში ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების მოცულობამ 3.37 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც უკვე აღემატება 2025 წლის მთლიან...