3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ის, რის გამოც პრემიერი ღარიბაშვილი გააკრიტიკეს ხელისუფლების შიდა და გარე ოპონენტებმა, გასული წლის ივნისში თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ოპოზიციურმა მედიამ კი სიცრუის ტირაჟირებას შეუწყო ხელი

ქართული შიდა თუ გარე ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციური მედია „მოღვაწეობას“ კვლავ ერთ ხმაში აგრძელებენ. ერთობლივი ძალებით ცდილობენ შექმან ჭიქაში ქარიშახლი ან ერთად ეძებენ ბნელ ოთახში კატას მაშინ, როდესაც იმ ბნელ ოთახში კატა საერთოდ არ არის. ბანალურად მოგეჩვენებათ, მაგრამ დამეთანხმებით, შეეფერება გამონათქვამები შემქნილ მდგომარეობას.

  • საქმე რაშია:

დღეს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. ჟურნალისტმა ღარიბაშვილს ჰკითხა, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინასთან ომი 2022 წელს, რაზეც ღარიბაშვილმა თავდაპირველად პასუხი არ გასცა და თქვა, რომ მიზეზი ყველამ იცოდა. განმეორებითი შეკითხვის შემდეგ კი, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად NATO-ს გაფართოების პოლიტიკა დაასახელა.

“მიზეზი მე მგონი ყველამ იცის, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს,” – უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას.

ადამიანები ასე ვართ მოწყობილი: ზოგის მეხსიერება გრძელია, ზოგის მოკლე, ზოგს კი, მეხსიერების პრობელმა არ აქვს, მაგრამ თუ საჭიროა ამ უნარს უგულებელყოფენ ინტერესისამებრ. ასე მოხდა დღესაც: თუკი საზოგადეობის ნაწილითვის ღარიბაშვილის განცხადება არახალი იყო, გარკვეული დაინტერესებული გარე და შიდა ძალები ეცადნენ, ეს ყველაფერი ისე წარმოეჩინათ, თითქოს აღნიშნული მოსაზრება ღარიბაშვილმა მსოფლიოში პირველად გააჟღერა. ჰოდა, კრიტიკის მორგმა კასკადმაც უცხოეთიდან თუ შიდა ოპოზიციური სპექტრიდან არ დააყოვნა.

  • რა თქვეს გარე ოპონენტებმა (ქვეყნის შიგნით ალბათ ყველამ ვიცით, რასაც იტყოდნენ):

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: ” [პრემიერმინისტრი] ახლა მის ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება. საქართველო ამაზე უკეთესს იმსახურებს”.

იან კელი, აშშ-ს ყოფილი ელჩი: „ცუდი ანალიზია და ამაზე უარესი შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება მისი სუვერენული ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ ბატონო პრემიერმინისტრო?”

ადამ კინზინგერი, ყოფილი ყოფილი კონგრესმენი: “ქართული ოცნება უკვე აღარ მალავს პუტინიზმს. ივანიშვილისა და სხვების სანქციების დროა, მათ ქვეყანა წარუმატებლობის გზაზე წაიყვანეს. ღარიბაშვილი სხვისი გავლენის ქვეშაა და ეს ქართველი ხალხი არაა.”

რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი: “ურცხვად ავრცელებს სიცრუეს. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება“.

ბობ ჰამილტონი, ამერიკის “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” სამხედრო ექსპერტი: „საქართველოს პრემიერმინისტრი, NATO-ს კანდიდატი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. მისმა მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აშშ დაადანაშაულა ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში, თუმცა, უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-საგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს. გამოფხიზლების დროა.“

(ვიდრე შედეგ ნაწილზე გადავალთ, ერთ დეტალს დააკვირდით, კრიტიკოსთა უმეტესი ნაწილი ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მთავარ ოპოზიციურ ძალასთან არიან დაკავშირებული, მოქმედები კი დღემდე ქართულ ოპოზიციურ პარტიებთან აფლირებული ძალები არიან. დააკვირდით მათ მიერ ფორმულირებულ ფრაზებს, განსაკუთრებით ევროპარლამენტარ იუკნევიჩიენეს ფრაზას, რომ პრემიერი სიცრუეს ავრცელებს… ამ ყველაფრის გააზრება დაგვეხმარება კვანძების გახსნაში).

  • უფრო მნიშვნელოვანი:

NATO-ს ასპირანტი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ომში NATO-ს ადანაშაულებსამ სათაურით გამოცემა POLITICO ბრატისლავაში პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა. გამოცემა წერს, რომ ღარიბაშვილი ახმოვანებს კრემლის განცხადებებს, რითაც ის უკრაინაში შეჭრას ხსნის. სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის ეს განცხადებები კიდევ ერთი ნიშანია, რომ თბილისი დასავლეთს შორდება.

  • ყველაზე მნიშვნელოვანი:

რას აკეთებდა ამ ყველაფრის საპასუხოდ ოპოზიციური მედია? პასუხია – არაფერს ქვეყნის ასარგებლოს! ხელს უწყობდა სიცრუის ტირაჟირებას. იმ ტყუილის ტირაჟირებას, რომელსაც ხელისუფლების შიდა თუ გარე ოპონენტები ავრცელებდნენ.

მედიაში მომუშავე პირების მეხისრება ყველაზე ტევადია, მათ ყვველაზე კარგად ახსოვთ ვინ, როდის და რა თქვა. ასე იყო დღესაც, თუმცა, ოპოზიციური მედიიდან, არავის მოსვლია აზრად ეთქვა, რომ ის, რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, არ იყო სიახლე და იგივე, გასული წლის ივნისის თქვეში თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

  • კერძოდ, რა თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა:

„პრეზიდენტ პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომ უკრაინაში შეიჭრა, თუმცა ის ახლა უფრო მეტ ნატოს იღებს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას.

ხვდებით, ალბათ რის თქმაც მინდოდა… ბაიდენთან შეხვედრის დროს გაკეთდა განცხადება, ეს არ იყო ორი კერძო პირის დახურული შეხვედრა… დარწმუნებული ვარ, ყველა კარგად ვხვდებით, რა დონეზეც გაშუქდებოდა ეს შეხვედრა თავისი შინაარსითურთ.

ახლა, ის შეფასებები, რაც ხელისუფლების შიდა და გარე ოპონენტებმა ღარიბაშვილის განცხადების მისამართით გააკეთეს, წარმოიდგინეთ სტოლტენბერგის განცხადების საპასუხოდ… წარმოიდგინეთ, ხომ?!

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ არ შეიძლება მედია ოპოზიციური პარტიის როლს ასრულებდეს, არ შეიძლება იმდენად იყო დაბრმავებული ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილით, რომ ქვეყანას წირავდე, შენს ხალხს წირავდე…

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი 

ავტორი:

ბოლო სიახლეები