27 სექტემბერი, კვირა, 2026
27 სექტემბერი, კვირა, 2026

დოროთე ყურაშვილი: რა უფლება აქვს შალვა პაპუაშვილს სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს

წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ქვეყანაში, ვინც პროტესტზეა იმათ სატანისტებს ეძახის, სექტანტებს ეძახის. სექტანტებს! ანუ, პაპუაშვილი წყვეტს, ვინ არის სექტანტი და ვინ არის მართალი – ამის შესახებ დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას განაცხადა.

ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რა უფლება აქვს სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს.

“ხომ დაღუპულია ის ქვეყანა. ვინ არის სექტანტი, ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. თუნდაც რომ სექტანტი იყოთ და მე ქურუმი ვიყო, როგორც მათ მიწოდეს, რა უფლება აქვს შალვა პაპუაშვილს სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს”, – განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები