3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

“მთავრობის ეფექტურობით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიო ბანკის წევრი 189 ქვეყნის Top 35-შია” – WGI-ის კვლევა

მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” (WGI) 2024 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. “გლობალური მმართველობის ინდიკატორებით” მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო ისეთი პარამეტრების მიხედვით ფასდება, როგორიცაა “კორუფციის კონტროლი,” “მთავრობის ეფექტურობა,” “კანონის უზენაესობა” “რეგულაციების ხარისხი” და ა.შ.

მთავრობის ეფექტურობა

“მთავრობის ეფექტურობით” მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 77.8%-ი მიიღო, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის დაწინაურდა და Top 40-ში მოხვდა 35-ე ადგილზე. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის წევრ 12 და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ლატვია, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო.

კავკასიასა და შავიზღვისპირეთში საქართველო პირველ ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ლიეტუვასა და ესტონეთს ჩამორჩება.

საქართველოში “მთავრობის ეფექტურობა” შეფასდა მსოფლიოს 6 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, რომელთა შორისაა: ბრიტანული ორგანიზაცია ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი, ბეთსელმანის ფონდი(გერმანია), გელაპის ორგანიზაცია (აშშ), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო ბანკის სამეწარმეო გამოკვლევა და S&P Global.

კორუფციის კონტროლი

“კორუფციის კონტროლი” (განმარტება)- ფასდება მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა პირადი ინტერესებისთვის. შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისევე, როგორც ელიტური კორუფციის შეფასებას.

“კორუფციის კონტროლის” მიხედვით მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი სკალიდან 71,2%-ი მიიღო და კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილზე გავიდა.

კორუფციის კონტროლით (მათ შორის ელიტური კორუფციისგან თავისუფლებით) საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 10 ქვეყანას , ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს. ეს ქვეყნებია: იტალია, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი და ა.შ.

საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. გლობალური მმართველობის ინდიკატორების ამ მეგა კვლევაში საქართველო “კორუფციის კონტროლის” აგრეგატში 9 საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა შეაფასა. სადაც საქართველო საუკეთესო ოცეულებში, ან ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა 9-დან 7 ორგანიზაციის შეფასების მიხედვით.

შემფასებელი ორგანიზაციები:

1. Bertelsmann Transformation Index (BTI) (ბეტსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი)

2. Economist Intelligence Unit (EIU) ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი

3. Freedom House (ფრიდომ ჰაუსი)

4. The Gallup Organization (კვლევითი ცენტრი „გელაპი“)

5. World Bank Enterprise Surveys (WBS) (მსოფლიო ბანკის სამეწარმეო გამოკვლევა)

6. S&P Global

7. Varieties of Democracy Project at the University of Gothenberg and University of Notre Dame („დემოკრატიის მრავალფეროვნება“ – გოტენბერგის და ნოტერდამის უნივერსიტეტების პროექტი)

8. World Justice Project Rule of Law Index (მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსი“)

9. World Economic Forum Global Competitiveness Survey (GCS) (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევა)

 

1. Bertelsmann Transformation Index (BTI) (ბეთსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი)
ამ კვლევითი ცენტრის ექსპერტული შეფასებით საქართველო 137 ქვეყანას შორის მე-16 პოზიციაზე გამწესდა კონკრეტულად ანტიკორუფციული პოლიტიკის მიხედვით.

2. Economist Intelligence Unit (EIU) (ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი)
ორგანიზაციამ მსოფლიოს 180 სახელმწიფო და ტერიტორია შეისწავლა ისეთი წამყვანი მიმართულებით, როგორიცაა „საჯარო მოხელებისა და თანამდებობის პირების კორუფცია“. მსოფლიო ბანკის წევრ სახელმწიფოთა შორის საქართველომ კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო მასშტაბით მე-20 შედეგი აჩვენა, ევროპის მასშტაბით კი – 10-ე (საფრანგეთთან, ესტონეთთან, ჩეხეთთან, და ბელგიასთან ერთად თანაბარი შეფასებით).

3. Freedom House (ფრიდომ ჰაუსი)

ორგანიზაციის შეფასების მიხედვით, საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციის კონტროლით მე-10 ადგილზე გავიდა.

4. The Gallup Organization (ორგანიზაცია გელაპი)

ამ ორგანიზაციის გლობალური გამოკითხვის მიხედვით _ „არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში“, საქართველო მსოფლიოს 137 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე, ევროპაში კი მე-11 ადგილზე მოხვდა.

5. Varieties of Democracy (პროექტი „დემოკრატიის მრავალფეროვნება“)

კვლევითმა ცენტრმა მსოფლიოს აკადემიურ ექსპერტთა შეფასებით 174 ქვეყანა გამოიკვლია, სადაც საქართველო კორუფციისგან თავისუფლებით მსოფლიოში 37-ე ადგილზე გავიდა.

6. World Justice Project Rule of Law Index (კანონის უზენაესობის ინდექსი)

“მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული “კანონის უზენაესობის ინდექსის” მიხედვით საქართველო კორუფციისაგან თავისუფლებით მსოფლიოში 33-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-20 ადგილზე გავიდა.

7. World Economic Forum Global Competitiveness Survey (GCS)

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკუენტუნარიანობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით მომზადებული შეფასების საფუძველზე საქართველო კორუფციის კონტროლით სახელმწიფოებს შორის მსოფლიოში 20-ე, ევროპაში კი 11-ე პოზიციაზე გავიდა.

8. World Bank Enterprise Surveys (WBS) . მსოფლიო ბანკის სამეწარმეო გამოკვლევის მიხედვით საქართველო 13-ე ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 6 – 7 პოზიციაზე.

 

კანონის უზენაესობა

კანონის უზენაესობა (განმარტება) – ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და პატივისცემა.

საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია ჰერცოგოვინა. კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ და შავიზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება.

საქართველოში „კანონის უზენაესობა“ შეფასდა მსოფლიოს 10 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, რომელთა შორისაა: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი, ბრიტანული ორგანიზაცია ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი, ბეთსელმანის ფონდი(გერმანია), გელაპის ორგანიზაცია (აშშ), დემოკრატიის კვლევითი პროექტი „დემოკრატიის მავალფეროვნება VDEM (გოტენბერგისა და როტერდამის უნივერსიტეტები), მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი -კანონის უზენაესობის ინდექსი (აშშ), მსოფლიო ბანკის სამეწარმეო გამოკვლევა და S&P Global.

 

რეგულაციების ხარისხი

რეგულირების ხარისხი (განმარტება) – ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.

რეგულირების ხარისხის მიხედვით საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 79.7 ქულა აიღო, საქართველო მსოფლო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 32-ე, მათგან კი ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზე გავიდა.
საქართველოში „რეგულაციები ხარისხი“ შეფასდა მსოფლიოს 7 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, რომელთა შორისაა: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენი, ბრიტანული ორგანიზაცია ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი, ბეთსელმანის ფონდი(გერმანია), მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი -კანონის უზენაესობის ინდექსი (აშშ), მსოფლიო ბანკის სამეწარმეო გამოკვლევა და S&P Global.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო.

https://www.govindicators.org/

ავტორი:

ბოლო სიახლეები