რუსეთმა სომხეთიდან ელჩი გაიწვია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთიდან ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

მიზეზად სახელდება სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

„სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი ს.პ. კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვშია გაწვეული სომხეთის ხელისუფლების ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯების გამო, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობას აზიანებს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის პოსტზე: ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე....

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, თენგიზ შარმანაშვილის სასამართლო სხდომაზე არყოფნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს...