ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის პოსტზე: ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე. თენგიზ შარმანაშვილი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, თენგიზ შარმანაშვილის სასამართლო სხდომაზე არყოფნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება, წითლიძე კი მის არყოფნაზე ქილიკობს. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე“, რომელმაც წარსულში ათასობით მსხვერპლს დასცინა და მიიჩნევს, რომ ეს ძალა პოლიტიკური სივრციდან სრულად უნდა გაქრეს.

„ბატონი თენგიზი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს…
ეს არის კოლექტიური ნაც-მოძრაობის მორალური სახე.

ჯერ იყო და მისი კრიმინალური პარტიის დანაშაულებები “აპრავა”, ათასობით მსხვერპლს დასცინა, სააკაშვილის რეჟიმისგან მოკლული ადამიანების ხსოვნას გადაუარა და ახლა, ვითომ ქილიკობს ჭირისუფალ ადამიანზე?!

არ უნდა აიკრძალოთ კი არა, აუცილებლად უნდა გაქრეთ, პოლიტიკური სივრციდან!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...