რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი.

უწყების განცხადებით, სამიზნეები მთელი ქალაქის მასშტაბითაა განთავსებული. ამასთან დაკავშირებით, მათ კიევის მოსახლეობასაც მიმართეს და მოუწოდეს, თავი შეიკავონ ადმინისტრაციულ და სამხედრო ობიექტებთან მიახლოებისგან.

„ვაფრთხილებთ უცხოელ მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს, ქალაქის რაც შეიძლება მალე დატოვების აუცილებლობის შესახებ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი...

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას...