Bloomberg: ირანის მიერ ქუვეითზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად 5 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ირანის მიერ რამდენიმე დღის წინ ქუვეითზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ხუთი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ირანმა ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზაზე მიიტანა იერიში. თავდასხმის შედეგად დაზიანდა აგრეთვე ბაზაზე განთავსებული MQ-9 ტიპის ორი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, ქუვეითის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ Fateh-110 ტიპის ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მისი ნაწილები ალი-ალ-სალემის ავიაბაზაზე დაეცა, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის პოსტზე: ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე....

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, თენგიზ შარმანაშვილის სასამართლო სხდომაზე არყოფნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს...