16 აგვისტო, კვირა, 2026
16 აგვისტო, კვირა, 2026

თაღლითობის საქმეზე დაკავებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალს დღეს წარუდგენენ

დღეს ბრალს წარუდგენენ თაღლითობის საქმეზე დაკავებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც თანხის სანაცვლოდ თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეებს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, ბინადრობის ნებართვასა და პასპორტში ყალბი შტამპის დასმას ჰპირდებოდნენ. ორ სხვადასხვა საქმეზე ოპერაცია სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა.

„გამოძიება თაღლითობის მუხლით არის დაწყებული. ბრალს დღეს წაუყენებენ. აღკვეთის ღონისძიებაზე ალბათ ხვალ იქნება მსჯელობა. დაკავებულს შევხვდი, სავარაუდოდ, დუმილის უფლებას გამოიყენებს, რადგან ჯერ მასალებს არ ვართ გაცნობილი, რომ პოზიცია ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მასშტაბური თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს

ავტორი:

ბოლო სიახლეები