15 აგვისტო, შაბათი, 2026
15 აგვისტო, შაბათი, 2026

გიორგი ვოლსკი ქსენოფობიურ განცხადებებზე: ერთი, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა და რასაკვირველია, ამ მიმართულებით მთავარი დარტყმა უნდათ, რომ განახორციელონ და მეორე, უფრო აგრესიული გახდეს ოკუპაციის ის რეჟიმი, რომელიც არსებობს

ერთი, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა და რასაკვირველია, ამ მიმართულებით მთავარი დარტყმა უნდათ, რომ განახორციელონ და მეორე, უფრო აგრესიული გახდეს ოკუპაციის ის რეჟიმი, რომელიც არსებობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მან კომენტარი ქსენოფობიურ განცხადებებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავარი სამიზნე ახლა ტურიზმი და ქვეყნის ეკონომიკაა.

„მსოფლიოსთვის, როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, საქართველო არის ბიზნესისთვის კომფორტული ქვეყანა, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელსაყრელი ქვეყანა, რასაკვირველია, ეს საპასუხო მოქმედებების დაგეგმვის წინაპირობას ქმნის ექსტრემისტულ დაჯგუფებაში. ეს არის მთავარი ამოცანა. რასაკვირველია, ტურისტული ინდუსტრიისთვის, ზოგადად, ეკონომიკისთვის, ზოგადად საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, ბიზნესთან თანამშრომლობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა პოლიტიკური შინაარსი უდევს ამ ქსენოფობიას.

ერთი, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა და რასაკვირველია, ამ მიმართულებით მთავარი დარტყმა უნდათ, რომ განახორციელონ და მეორე, რასაკვირველია, უფრო აგრესიული გახდეს ოკუპაციის ის რეჟიმი, რომელიც არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები