ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მან თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და...